ამსტერდამის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის საპატრიარქოსთან კავშირს წყვეტს. უკრაინაში დასავლეთში დაფუძნებული ეკლესიის მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმის პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.
ამსტერდამის ეკლესიის გადაწყვეტილება რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციამაც დააჩქარა, რომელმაც არათუ დაგმო სისხლიანი ინტერვენცია, მას გამართლებაც მოუძებნა, რუსული არმიის მოწინააღმდეგეებს „ბოროტი ძალები“ უწოდა და ყველაფერი „გეი პარადებს“ გადააბრალა.
ამსტერდამის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ჰააგის ეპარქიის ნაწილია 1974 წელს დაარსდა, მცირერიცხოვანმა მრევლმა მატება 1991 წლიდან, საზღვრების გახსნის შემდეგ დაიწყო.
ამსტერდამის ეკლესიის გარდა, მსოფლიო მასშტაბით 280-ზე მეტმა რუსმა მართლმადიდებელმა მღვდელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს. პეტიციის მიხედვით ისინი ვინც მკვლელობის ბრძანებებს გასცემენ მარადიულ ტანჯვა ემუქრებათ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მსხვერპლის ზუსტი ოდენობა უცნობია. უკრაინული, რუსული და საერთაშორისო წყაროები სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ. ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი უკვე რამდენიმე ათასია. რუსული ავიაცია, ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევით ბომბავს ყველაფერს მათ შორის საბავშვო ბაღებს, ბავშვთა სახლებს, სკოლებს, უნივერსიტეტს, საავადმყოფოებს, სამშობიაროს, საცხოვრებელ კორპუსებს, რასაც უკრაინის დამცველ სამხედროებთან ერთად ქალებისა და ბავშვების სიცოცხლეც ეწირება.