„ქართული ოცნების“ კვლევები, განცხადებები და მოქმედებები ობიექტურ რეალობას აცდენილია, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნების არც კვლევები, არ განცხადებები და არც მოქმედებები რეალობაში არ ზის, უბრალოდ აცდენილია ობიექტურ რეალობას. ეს არის პარალელური სამყარო, რომელიც “ქართულ ოცნებას“ სურს წარმოიდგინოს, თითქოს ასეთ ქვეყანაში ცხოვრობს“, - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 48,6%-ით ლიდერობს.
imedinews.ge