ანა ბუჩუკური: „დღეს გვაქვს სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში, დღეს არ ხართ მხოლოდ ნაცები და ქოცები“

ანა ბუჩუკური: „დღეს გვაქვს სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში, დღეს არ ხართ მხოლოდ ნაცები და ქოცები“

access_time2021-10-05 15:10:00

„დღეს გვაქვს სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში, დღეს არ ხართ მხოლოდ ნაცები და ქოცები, დღეს ჩვენ, გუნდი საქართველოსთვის ვართ ყველა მუნიციპალიტეტში და გვაქვს რეალური ბერკეტი დავასრულოთ ქვეყანაში ორპარტიული მმართველობა“ - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს გაკეთებული არჩევანისთვის. ადამიანებს, რომლებმაც მიუხედავად სისტემური ზეწოლისა და დაშინებებისა, მიუხედავად სამსახურიდან გათავისუფლებებისა, მიუხედავად იარაღის ჩადებისა და მანქანის დაცხრილვისა, მიუხედავად მუქარებისა ოჯახის წევრების და ახლობლების მიმართ, მიუხედავად ბინძური, პროპაგანდისტული ტყუილებისა და სამარცხვინო ბანერებზე კიდევ უფრო სამარცხვინოდ გიორგი გახარიას ფოტოს გამოფენისა, რომელიც სხვათა შორის არჩევნების ღამესვე ჩამოხსნეს. ამით უბრალოდ დაამტკიცეს, რომ მხოლოდ გახარიას და ჩვენს გუნდს ებრძოდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და მიუხედავად სააკაშვილთან ერთად დამდგარი მასკარადისა, თითოეულ ადამიანს, ჩვენს მხარდამჭერს მინდა გულწრფელად დიდი მადლობა გადავუხადო პირადად მეც და მთელი ჩვენი გუნდის სახელით, რომ მოხვედით 2 ოქტომბერს და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი საქართველოსთვის. მადლობა ნდობისთვის და მადლობა, აი, ამ გამოჩენილი სიმტკიცისთვის“ - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.


მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია ყველა მუნიციპალიტეტში, საიდანაც დაიწყება ქვეყანაში ცვლილებები.



„მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობა და ორგანიზაცია ოცნება აკეთებდით და აკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა, ასე ვთქვათ, ჩაკეტილ წრეზე ატრიალოთ, დღეს გვაქვს სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში. დღეს არ ხართ მხოლოდ ნაცები და ქოცები, დღეს ყველა მუნიციპალიტეტში ვართ ჩვენი გუნდი საქართველოსთვის. პირველად, ბოლო 18 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ძალა, რომელსაც აქვს რეალური ბერკეტი, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე და დაასრულოს ქვეყანაში ორპარტიული მმართველობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გუნდი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი არის ადგილობრივ ხელისუფლებაში, საიდანაც რა თქმა უნდა ვიწყებთ ცვლილებებს. ეს არჩევნები ნამდვილად იყო ცვლილებების არჩევნები, როგორც ამას ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით და ეს დადასტურდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი ამომრჩევლის ხმების დასაცავად და ბრძოლა რა თქმა უნდა საქართველოსთვის მხოლოდ ახლა იწყება“ - ამბობს ბუჩუკური.


ანა ბუჩუკური ქართული ოცნების დეპუტატს, მიხეილ ყაველაშვილსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მეთოდები, რომელიც პარტია „საქართველოსთვის" წევრებზე და მხარდამჭერებზე იქნა გამოყენებული, არ ჯერა რომ ყაველაშვილისთვის მისაღებია.


„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მიშას კომენტარს, მხოლოდ იმიტომ რომ მიშა შენ ხარ. აქ სხვებმაც იკადრეს, მაგრამ სხვების აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო არ არის. მიშა, რატომღაც მგონია, რომ შენთვის, პირადად შენთვის, ის მეთოდები, რაც ჩვენი გუნდის და ჩვენი გუნდის მხარდამჭერების მისამართით იქნა გამოყენებული, არ მჯერა, რომ შენთვის მისაღებია: ზეწოლები, დაშინებები, სამსახურიდან გაშვებები, იარაღის ჩადებები და პროპაგანდისტული, ბინძური ტყუილები, მიშა, დანარჩენის აზრი საინტერესო არ არის. მადლობა“ - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up