ანა ბუჩუკური - პატიმარს აქვს უფლება, დაესწროს მისი საქმის განხილვას, საკითხზე ხელისუფლების პასუხი ჩემთვის მისაღები არ არის

ანა ბუჩუკური - პატიმარს აქვს უფლება, დაესწროს მისი საქმის განხილვას, საკითხზე ხელისუფლების პასუხი ჩემთვის მისაღები არ არის

access_time2021-11-15 12:30:00

მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები, მათ შორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რათა სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს და კითხვები არ იყოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.


რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის დასწრების საკითხს, ანა ბუჩუკურის თქმით, პატიმარს აქვს უფლება, მისი საქმის განხილვას დაესწროს. როგორც ბუჩუკური ამბობს, არ მოსუმენია დამაჯერებელი პოზიცია, რატომ ვერ სარგებლობს ამ უფლებით მიხეილ სააკაშვილი.


„სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობა იმდენად დასუსტებულია, რომ ვინც უნდა აფასებდეს არსებულ მდგომარეობას, სრულ ჭეშმარიტებასაც რომ გვეუბნებოდნენ, საზოგადოებაში უნდობლობას მაინც იწვევენ, რაც დიდი პრობლემაა და ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მის დასწრებას, პატიმარს აქვს უფლება, მისი საქმის განხილვას დაესწროს. ხელისუფლების მხრიდან დამაჯერებელი პოზიცია არ მომისმენია, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფენ პატიმარს ამ უფლებით. თუ არგუმენტია, რომ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების პრობლემა არსებობს, ანუ, რას გვეუბნებიან – ერთი ადამიანის ან ერთი შენობის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს? ამას ამბობს ხელისუფლება, რომლის ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული? – რა თქმა უნდა, მათი პასუხი ჩემთვის მისაღები არ არის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.



მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქცია პროტესტის გამოხატვის პოლიტიკური იარაღია, თუმცა კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. მისივე თქმით, კონკრეტული პარტიის გადასაწყვეტია, როგორი სახის სტრატეგიას აირჩევს პროტესტის გამოსახატავად.


„აქცია პროტესტის გამოხატვის პოლიტიკური იარაღია, თუმცა რა თქმა უნდა, აქცია კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. როცა კანონის ფარგლებში არ ჯდება, ხელს აძლევს ხელისუფლებას. ჩვენი პარტიული სტრატეგიაა, რომ ტრიბუნები გამოვიყენოთ, მათ შორის საკანონმდებლო, მაგრამ ოპოზიციის გადასაწყვეტია, სტრატეგია რა იქნება. შეიძლება, ჩემი პირადი პოზიცია მათ გადაწყვეტილებას არ ემთხვეოდეს. ნებისმიერი აქცია კანონის ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს. ოპოზიციის ნაწილის არათანმიმდევრულობას დადებითად ვერ შევაფასებ, რადგან არათანმიმდევრული ქმედებები მხოლოდ ხელისუფლებას აძლიერებს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up