ანა ბუჩუკური უმრავლესობას - როდის წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია ბოლოს? თქვენი მთავრობა და მათ შორის პრემიერი ფაქტობრივად, პერმანენტულად არღვევს კონსტიტუციას

ანა ბუჩუკური უმრავლესობას - როდის წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია ბოლოს? თქვენი მთავრობა და მათ შორის პრემიერი ფაქტობრივად, პერმანენტულად არღვევს კონსტიტუციას

access_time2022-03-15 16:10:00

როდის წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია ბოლოს? იმიტომ, რომ თქვენი მთავრობა და მათ შორის პრემიერ-მინისტრი ფაქტობრივად, პერმანენტულად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას,-ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

მისი თქმით, უხერხული და სირცხვილია, როდესაც „ქართული ოცნება“ სხვას მოუწოდებს კონსტიტუციის გადაკითხვას და თავად ამის საწინააღმდეგოს აკეთებს.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომელიც სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მმართველმა პარტიამ გაავრცელა და რომელიც ფაქტობრივად, ერთგვარი თავდასხმა იყო სახელმწიფო ინსტიტუტზე. ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტს. თქვენ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეთ, რომ კონსტიტუცია წაიკითხოს, დასდეთ ბრალი, რომ კონსტიტუციას არღვევს, თუმცა, თქვენთან ანალოგიური შეკითხვა მექნება- როდის წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია ბოლოს? იმიტომ, რომ თქვენი მთავრობა და მათ შორის პრემიერ-მინისტრი ფაქტობრივად, პერმანენტულად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას აქვს ვალდებულება, როდესაც პარლამენტის წევრი მიმართავს კითხვით, უნდა უპასუხოს და ამას არ აკეთებს. ეს კონსტიტუციის დარღვევა არ არის? მთავრობის წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს აქვს ვალდებულება, როდესაც გარკვეული საპარლამენტო ჯგუფი მას პარლამენტში იბარებს, უნდა გამოცხადდეს კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით, ეს არის სავალდებულო. როდესაც ამას არ აკეთებთ, ეს კონსტიტუციის დარღვევა არ არის? უხერხული და სირცხვილია, როდესაც სხვას მოუწოდებთ კონსტიტუციის გადაკითხვას და თქვენ ამის საწინააღმდეგოს აკეთებთ“,-განაცხადა ბუჩუკურმა.

მან პრეზიდენტის გუშინდელი მოხსენება შეაფასა და აღნიშნა, რომ ის სამართლიანი იყო. ბუჩუკურის თქმით, სამწუხარო რეალობაა ის, რომ როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რადიკალიზაციის ხარისხი იზრდება.


„გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოგეწონათ ის, რაც გუშინ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მოისმინეთ, მაგრამ იმის მიუხედავად, თქვენ მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ, ის, რაზეც პრეზიდენტმა ორივე პარტიასთან დაკავშირებით ისაუბრა, რეალობაა“,-განაცხადა ბუჩუკურმა.

წყარო: ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up