ანა დოლიძე სამართლებრივ მხარდაჭერას უცხადებს გიორგი გახარიას, პროკურატურისგან კი ირაკლი კობახიძის დაკითხვას მოითხოვს

ანა დოლიძე სამართლებრივ მხარდაჭერას უცხადებს გიორგი გახარიას, პროკურატურისგან კი ირაკლი კობახიძის დაკითხვას მოითხოვს

access_time2021-09-24 17:46:00

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ცილისწამება, მით უფრო საარჩევნო კამპანიის დროს ოპონენტების მიმართ ნარკოდამოკიდებულებაზე დაუსაბუთებლად აპელირება,“ - ასე გამოეხმაურა პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



ანა დოლიძე მზადყოფნას გამოთქვას სამართლებრივად მხარდაჭერა გამოუცხადოს გიორგი გახარიას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ამასთან დოლიძე მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს დაჰკითხონ ირაკლი კობახიძე დანაშაულის დაფარვის გამო.




„როგორც იცით, მე თავად ვიყავი სასამართლო კლანის მიერ ცილისწამების მსხვერპლი. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს ქმედება ნებისმიერი ადამიანი მიმართ. მით უფრო, როდესაც საარჩევნო კამპანიის დროს ოპონენტისადმი ხდება ნარკოდამოკიდებულებაზე აპელირება. ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ სენის სტიგმატიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხთთან დაკავშირებით მაქვს მკვეთრი წინააღმდეგობა გიორგი გახარიასთან, როგორც ამ საქმეში გამოცდილი საერთაშორისო დონის იურისტი, მზად ვარ მხარდაჭერა გამოვუცხადო მას, უტიფარ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. გახარიამ უნდა იბრძოლოს საკუთარი პატივის და ღირსების დასაცავად, როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოში. ეს გზა მე პირადად გავიარე გვრიტიშვილის ცილისწამებასთან მიმართებაში. ვფიქრობ, აუცილებელია პოლიტიკა იყოს დაფუძნებული არა მსგავს ლანძღვაზე და საოცარ ბრალდებებზე, არამედ საქმიან ურთიერთობაზე. ამასთან მოვუწოდებ პროკურატურას, დაკითხოს ირაკლი კობახიძე. როგორც იგი ამტკიცებს, მას ჰქონდა ინფორმაცია ყოფილი პრემიერის ნარკოდამოკიდებულებაზე და მან ეს დანაშაული დაუმალა სამართალდამცველ ორგანოებს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.





თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up