ანა დოლიძე: ტიკარაძის საქმიანობა უნდა შეფასდეს და საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად დაეკისროს პასუხისმგებლობა

ანა დოლიძე: ტიკარაძის საქმიანობა უნდა შეფასდეს და საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად დაეკისროს პასუხისმგებლობა

access_time2021-12-10 17:47:05

„თუ ჩვენ გვინდა ცვლილება, უნდა შეფასდეს ეკატერინე ტიკარაძის  და საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა. ჩვენ გვაქვს მთლიანად სისტემური ჩავარდნა, ამას უნდა დაერქვას სახელი, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, როგორც ტიკარაძემ, ასევე საკოორდინატო საბჭომ და მთავრობამ,“ - ასე აფასებს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას.

„ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ვერანაირ სიახლეს მოასწავებს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში. ის იყო ერთ-ერთი შემსრულებელი, ურეიტინგო ფიგურა, რომელიც უბრალოდ გამოიცვალა. თუ ჩვენ გვინდა ცვლილება, ტიკარაძის და საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა, კოვიდთან მიმართებაში, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. ჩვენ გვაქვს მთლიანად სისტემური ჩავარდნა, ამას უნდა დაერქვას სახელი და პასუხისმგებლობა აიღოს, როგორც ტიკარაძემ, ასევე საკოორდინატო საბჭომ და მთავრობამ. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ მაღალჩინოსნების საქმიანობისთვის რეალური სახელის დარქმევას და მივაჩვიოთ ისინი ანგარიშვალდებულებას ხალხთან. შეფასება კი ასეთია: კოვიდ მართვის აბსოლუტური ჩავარდნა -  ევროპაში კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველ ხუთეულში ვართ, ამჟამად უკვე 12500-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს. ევროპაში ბოლო ადგილზე ვართ ვაქცინირებულთა რაოდენობით. ამის გამო დავაგვიანეთ და გამოვტოვეთ ტურისტული სეზონები. კოვიდის არასწორი მართვის გამო დავზარალდით ეკონომიკურად, ფაქტობრივად, გავღატაკდით. უამრავი დაწესებულება გაკოტრდა და დაკეტილია მაშინ, როდესაც უამრავი ქვეყანა წელიწადზე მეტია გახსნილია. უზარმაზარი ზიანი მიადგა განათლების სისტემას. რაც მთავარია, აბსოლუტური ფიასკოა ის, რაც ხდება კოვიდ პასპორტებთან დაკავშირებით. იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ ჩააგდე ვაქცინაცია და საინფორმაციო კამპანია, მწვანე პასპორტების შემოღებამ, მხოლოდ დააზარალა ჩვენი მოსახლეობა. გარდა ამისა უსერიოზულესი პრობლემაა გაზრდილი ფასები წამლებზე, რაც  ჯანდაცვის მინისტრს პირდაპირ უკავშირდება. ჩვენ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში არ შეიქმნა წამლების ხელმისაწვდომობის სისტემა, ამის მიზეზია, ის, რომ თუნდაც კოვიდის შემდგომი მკურნალობა ასობით ლარი ჯდება, რისი საშუალებაც ჩვენ მოსახლეობას არ აქვს, აღარაფერს ვამბობ პენსიონერებზე. თუ ჩვენ გვინდა ცვლილება ასე უნდა შეფასდეს ტიკარაძის პოლიტიკა და  მთლიანად საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა, ანუ სისტემა, რომ დავაკისროთ მათ პასუხისმგებლობა. ამის მოლოდინი, მე პირადად,  „ქართული ოცნების“ პირობებში არ მაქვს. ჩვენი სახელმწიფო იმართება კორუფციული და ვიწრო პარტიული ინტერესებით. ეს არის რეალობა, ამიტომ მთლიანად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება თუ გვინდა სიახლე და კარგი სოციალური პოლიტიკა,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

 



თეგები:
ანა დოლიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up