თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე „შინ ევროპისკენ მოისმინეს პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიმართვა. მან ილაპარაკა ქართველი ხალხის პროევროპულობის შესახებ.
„ჩემს ქართველ სტაჟიორ ირინასთან ერთად მინდა მოგმართოთ ამ აქციაზე, რომელიც იმართება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პროევროპელია, - თქვა ანა ფოტიგამ.
ევროპარლამენტარის თქმით, ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.
„საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს, განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ, ამ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას, ისევე, როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები“, - თქვა ევროპარლამენტარმა.