პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. ევროპარლამენტარი წერს, რომ მიუღებელია პარტიის ოფისში შეჭრისა და ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება:
„პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არ შეიძლება მოგვარდეს ძალით, აგრესიითა და შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო, ჩვენ ყველანი სხვა საქართველოზე ვოცნებობთ“, -დაწერა „ტვიტერზე“ ანა ფოტიგამ.
www.radiotavisupleba.ge