ანა ფოტიგა პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება - რატომ არ მისცეს ევროდეპუტატს სააკაშვილის ნახვის უფლება

ანა ფოტიგა პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება - რატომ არ მისცეს ევროდეპუტატს სააკაშვილის ნახვის უფლება

access_time2021-11-13 15:54:30

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ 18:00 საათზე ევროპარლამენტარი მედიისთვის ბრიფინგს გამართავს.

ევროდეპუტატი საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა. მას გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურდა.

ანა ფოტიგამ დღეს სოციალური ქსელში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ მისცეს.

"ის, რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, ან ევროპარლამენტარობა ვინმეზე უპირატეს უფლებას განაპირობებს შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, - ასე განმარტავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ანა ფოტიგასთვის ხელისუფლების უარის თქმას სააკაშვილის მონახულებაზე.

როგორც ის განმარტავს, სააკაშვილთან სხვა პატიმრებთან შედარებით, მნახველთა მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია.

„ბევრი ფაქტორი მიიღება მხედველობაში, როცა კონკრეტული პირის დაშვებაზე მიიღება გადაწყვეტილება, მათ შორის, სხვა ნებართვების სიმრავლე და ა.შ. მე მგონი, აქვე უნდა ვთქვა, სააკაშვილის მონახულებასთან და ამ კუთხით ნებართვების გაცემასთან დაკავშირებითაც, რომ სააკშვილს ნამდვილად არასდროს შექმნია პრობლემა და მთელი ამ ხნის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი იყო თუნდაც, გაცემული ნებართვები, ვფიქრობ, ეს ერთმნიშვნელოვნად სახეზეა. ამიტომ არ მგონია ზედმეტი შეფასებების გაკეთების და ვარაუდების გამოთქმისთვის ბევრი საფუძველი არსებობდეს. არ ვიცი, უნდა გავარკვიოთ, შეიძლება რამე ტექნიკური მიზეზი არსებობს, ყოველ შემთხვევაში, აქ ის შემთხვევა არ არის, როცა ვინმეს რამეს უმალავენ და ამ მიზეზის გამო უარი შეიძლება ყოფილიყო ნათქვამი.


მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა პატიმართან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალია მონახულების მაჩვენებელი, არ მახსოვს, ამხელა შესაძლებლობა ვინმე პატიმარს ჰქონოდა. სააკაშვილის მხარის სასარგებლოდ პოლიტიკურად სრულიად მიკერძოებული ადამიანებიც კი უპრობლემოდ, დაუბრკოლებად ახერხებენ შეხვედრებს მარტივი გზით. არ შეიძლება მიზეზად განვხილო და ეჭვად მქონდეს, რომ შეიძლება ვარაუდობდნენ, რომ ვინმეს რამე დაუმალონ და არ აჩვენონ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, თუ რა კონკრეტული მიზეზით ეთქვა ანა ფოტიგას სააკშვილის მონახულებასთან დაკავშირებით უარი, სარჯველაძე პასუხობს, რომ ეს „იუსტიციის სამინისტროს უნდა კითხონ და კონკრეტულ ახსნას მიაწვდიან“.

„მეც ვვარაუდობ, ის, რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, ან ევროპარლამენტარობა ვინმეზე უპირატეს უფლებას განაპირობებს შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ეს აიხსნა და ეს ლოგიკურია. მე რომ ვავარაუდობდე, რომ იქ არ შეშვების მიზეზი იყო ვინმესთვის რამე დაემალათ, ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა მართლაც შემაშფოთებელი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვხედავ საკითხს ასე“, - განაცხადა სარჯველაძემ.


წყარო: "ინტერპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up