ანა ნაცვლიშვილი - სტატისტიკა მოწმობს, რომ ხელისუფლების მთავარი სამიზნე „ლელოა“, რადგან „ოცნება“ ერთადერთ რეალურ ოპონენტად „ლელოს“ აღქვამს

ანა ნაცვლიშვილი - სტატისტიკა მოწმობს, რომ ხელისუფლების მთავარი სამიზნე „ლელოა“, რადგან „ოცნება“ ერთადერთ რეალურ ოპონენტად „ლელოს“ აღქვამს

access_time2020-10-12 18:52:57

„ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა და პარტიის სახელით ბოლო დროს, განსაკუთრებით დღის განმავლობაში მომხდარ იმ მუქარასა და დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან და მისი ხელდასხმით ხორციელდება. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ღია ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს „ლელოს“, მისი ლიდერებისა და აქტივისტების წინააღდეგ. დღეს საიას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემული მხოლოდ სტატისტიკაც კი ადასტურებს, რომ მთავარი ობიექტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ებრძვის, რადგან მზარდ რეალურ ოპონენტად აღიქვამს, „ლელოა“.


საიას ანგარიშში ნახსენებია, რომ ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი პარტია „ლელოს“ წინააღმდეგ ფიქსირდება.


„აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ღია ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს „ლელოს“, მისი ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, საქართველოს სხვადახვა რეგიონში სამი ფაქტი დაფიქსირდა. ქობულეთში დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობაც „ლელოს“ წარმომადგენელზე; ღია მუქარა განხორციელდა ადგილობრივი ზონდერის მხრიდან ჩვენი გუნდის წევრზე სამეგრელოში. გახშირებულია ტენდენცია, როდესაც „ლელოს“ საარჩევნო პლაკატებზე საკუთარ პლაკატებს აკრავენ, რადგან მათ ეშინიათ ნათელი სახეებისა და ნათელი ფერის. ყველა ეს შემთხვევა არის ხელისუფლების მხრიდან წახალისებული, რაც მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკურ ბრძოლას გულისხმობს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობრივი, დაშინებასა და მუქარაზე ორიენტირებული კამპანია. თითოეული „ლელოელი“, რომელსაც დაემუქრებით, მთელი გუნდის მიერ იქნება დაცული. არ შევეგუებით ჩვენი არცერთი წევრისა და მხარდამჭერის დაშინებას,“-აცხადებს ნაცვლიშვილი.



„ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ უკანონო პოლიტიკური დაკვეთის შესრულებისგან.


„კატეგორიულად ვაფრთხილებ ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, ნუ შეასრულებთ უკანონო პოლიტიკურ დაკვეთას. სულ რამდენიმე დღე რჩება და გაუფრთხილდით საკუთარ და პროფესიულ ღირსებას, ნუ გადააყოლებთ „ქართული ოცნების“ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს საქართველოს და მის ინტერესებს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.



NS








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up