ანდრია გვიდიანი ნიკა მელიას:

ანდრია გვიდიანი ნიკა მელიას: "ნაცმოძრაობის" დროს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ვიყავით - მაჩანჩალები! "ქართული ოცნების" პერიოდში ვართ - ლიდერები!

access_time2022-11-01 15:43:56

ერთ-ორი სიტყვით გამოვეხმაურები ამ სუბიექტის "ეკონონომიკის" ანალიზს. შედარებები დაიწყო და ამით აშკარად ისეთ სივრცეში შევიდა, რაც მისი ძლიერი მხარე არ არის. უბრალოდ არ იცის რაზე უნდა ილაპარაკოს და რაზე - არა!- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკის საშუალო ზრდის სტატისტიკას.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, 2004-2012 წლებში ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამეზობლოში, მაგრამ არა - საქართველოში და იშველიებს 2004- 2012 და 2012 - 2022 წლების სტატისტიკას.

 

მისივე თქმით, არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, თუნდაც ერთი ინდიკატორი, სადაც საქართველოს არ აქვს გაუმჯობესებული პოზიცია და არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც 2012 წლამდე უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე დღეს.

 

 

„ერთ-ორი სიტყვით გამოვეხმაურები ამ სუბიექტის "ეკონონომიკის" ანალიზს. შედარებები დაიწყო და ამით აშკარად ისეთ სივრცეში შევიდა, რაც მისი ძლიერი მხარე არ არის. უბრალოდ არ იცის რაზე უნდა ილაპარაკოს და რაზე - არა!

2004-2012 წლებში ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამეზობლოში. მაგრამ, არა - საქართველოში. ეკონომიკური ზრდის კუთხით, ჩვენ ვიყავით ყველაზე ჩამორჩენილები ჩვენი მსგავსი ქვეყნების რიგში. ეს, რა თქმა უნდა, იმ უგუნური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო, რასაც ნაცმოძრაობა ატარებდა.

მაგალითისთვის, 2004- 2012 წლებში

აზერბაიჯანის ეკონომიკა 13,7%-ით გაიზარდა;

სომხეთის ეკონომიკა 6,4%-ით;

დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფის (სადაც საქართველოა) ეკონომიკები 6,7%-ით;

საქართველოს ეკონომიკა 6,2%-ით

ანუ, ეკონომიკურ ზრდის თვალსაზრისით, ნაცმოძრაობის დროს ვიყავით - მ ა ჩ ა ნ ჩ ა ლ ე ბ ი!

2012 - 2022 წლებში


აზერბაიჯანის ეკონომიკა გაიზარდა 1,3%-ით

სომხეთის 3,2%-ით

დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების 4,1%-ით

საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით.

ანუ, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ქართული ოცნების პერიოდში ვართ - ლ ი დ ე რ ე ბ ი!

ამ ყველაფერს, ცხადია, თავის ახსნა აქვს.

2004-2012 წლების საშუალო ინფლაცია 6,8% იყო;

2012 - 2021 წლებში 5,2%;

2012 წელს ბიუჯეტი 8,6 მილიარდი ლარი იყო;

2022 წელს 19,6 მილიარდი ლარი;

2012 წელს ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 42 მილიარდი ლარი იყო;

2021 წელს 150 მილიარდი ლარი;

2012 წელს ბიზნესი 23,1 მილიარდი ლარის პროდუქციას ქმნიდა;

2021 წელს 57,6 მილიარდი ლარის;

2012-ში მოქმედ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა 121 ათასი იყო;

2021-ში 177 ათასი;

2012-ში უმუშევრობა 26,7% იყო;

2021-ში 20.6%;

2004-2012 წლებში 9,1 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები შემოვიდა;

2013-2021 წლებში 12,7 მილიარდი დოლარი;

2012-ში აბსოლუტური სიღარიბე 30% იყო;

2021 წელს 17,5%;

2012-ში ექსპორტი 2,3 მილიარდი გვქონდა;

2021-ში 4,2 მილიარდი;

P.S. - Facebook პოსტში ყველა ინდიკატორის ჩატევა რთულია. მაგრამ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, თუნდაც ერთი ინდიკატორი, სადაც საქართველოს არ აქვს გაუმჯობესებული პოზიცია. არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც 2012 წლამდე უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე დღეს.

P.P.S. - ჩემ სიტყვებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ და  მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში ამ საკითხის ფართოდ გასაშლელად"- წერს გვიდიანი Facebook-ზე.


NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up