ანჟეი დუდა - ქართველებო, გელოდებით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია, მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ, გელოდებით ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას

ანჟეი დუდა - ქართველებო, გელოდებით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია, მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ, გელოდებით ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას

access_time2021-05-26 14:30:00

ქართველებო, გელოდებით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია, თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ, გელოდებით ნატო-ში, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და საკუთარი მომავლის კეთილდღეობის მშენებლობას, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონეთის ისტორიის ფურცლებზე მნიშვნელოვნად აღიბეჭდნენ ქართველი ოფიცრები, რომლებიც პოლონეთის არმიას შეუერთდნენ.


„ახლა სრულდება 100 წელი მას შემდეგ, რაც პირველმა ქართველმა ოფიცრებმა ისარგებლეს შესაძლებლობით, საკონტრაქტო სამსახურში ჩამდგარიყვნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების რიგებში. ქართველებმა მალევე მოიპოვეს აღიარება საკუთარი სამხედრო უნარების წყალობით, ხოლო საკუთარი თავგანწირვა და ერთგულება პოლონეთის რესპუბლიკის მიმართ, მამაცურად დაადასტურეს მეორე მსოფლიო ომის დრამატულ წლებში. ქედს ვიხრი ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ და თავი გაწირეს ჩვენი სამშობლოსთვის 1939 წლის სექტემბერში, ვარშავის აჯანყებაში. ასევე კატინის ტყეში საბჭოთა ხოცვა-ჟლეტვის მსხვერპლის წინაშე, პოლონელ ოფიცრებთან ერთად დაღუპულებს. 2007 წელს ვარშავის აჯანყების მუზეუმის თავისუფლების პარკში ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებმა საზეიმოდ გახსნეს პოლონეთის ჯარში მომსახურე ქართველი ოფიცრებისადმი მიძღვნილი ძეგლი. ყოველთვის მადლიერებით სავსე ხსოვნით ვიგონებთ მათ. ძვირფასო მეგობრებო, პოლონეთი, ჩვენ და ქართველები გამუდმებით ამჩნევენ ერთმანეთში და პატივს სცემენ თავისუფლებისადმი დიდ სიყვარულს. არაერთხელ გვიბრძოლია ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ მოპოვებული თავისუფლება, არასოდეს არის მარადი, როგორც ჩვენი დიდი თანამემამულე, წმინდა იოანე პავლე მეორე ამბობდა, თავისუფლება აქვს მინიჭებული, მაგრამ ასევე აქვს მიბარებული, ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ მასზე და დავიცვათ ის სეული პასუხისმგებლობით. მიმაჩნია, რომ იგივე ეხება სახელმწიფოებსა და ერებს. სამწუხაროდ, არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც მიაჩნიათ სრულიად განსხვავებულად და მოქმედებენ. თავისუფლებას განსაზღვრავენ დომინირებისა და სხვებისთვის თავისუფლების ძალადობით ჩამორთმევის ჭრილში. ეს იცოდა ასევე აწ გარდაცვლილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გმირული მისიის დროს, საქართველოზე რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოვიდა. დიდი ხნის შემდეგ ჩვენმა მეზობლებმა ჩრდილოეთიდან, რომელსაც ასეული წლებია ვიცნობთ, ირგვლივ მდებარე სახელმწიფოები მის დაქვემდებარებაში უნდა რომ იყვნენ, ჩვენ ვამბობთ არას“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.


მისივე თქმით, ისტორიის გადმოსახედიდან ეს მხოლოდ 13 წელია და დღესაც არ შეიძლება უფლება მიეცეს , რომელიმე სახელმწიფოს, 21-ე საუკუნეში იმპერიალისტური და აგრესიული პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით.



„იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ, საჭიროა ვიზრუნოთ საერთშორისო ინსტიტუტების განმტკიცებაზე და მოვითხოვოთ სახელმწიფოთაშორისი სოლიდარობა. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა წინ უნდა აღუდგეს ყველა იმპერიალისტურ მარშს, ამიტომაც ვარ დღეს თქვენთან ერთად და მინდა, ხმამაღლა გავიმეორო, რომ ევროპის გაერთიანებასა და ნატო-ში არის საკმარისი ადგილი ჩვენი მეგობრებისთვის, საქართველოსთვის და უკრაინისთვის. განსაკუთრებით ახლა, ამჟამინდელ ვითარებაში შენარჩუნებული უნდა იყოს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.


მისივე თქმით, პოლონეთის გამოცდილებიდან ჩანს, რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები, ევროკავშირამდე და ნატო-მდე მიმავალი გზა, არის რთული, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც კი გვეჩვენება.


„რამოდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების მე-17 წელი და ამ პერსპექტივიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სწორი გზა ხშირად მომდევნო მოსახვევად გადაიქცეოდა ხოლმე, რომლის შემდეგაც საჭიროა ძალების ხელახლა მოკრება, რათა ფინიშამდე მივსულიყავით. თუმცა მერწმუნეთ, ამ დროის გადმოსახედიდან დანახული ყველა ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვდა ღრმა რეფორმებს, ნამდვილად ღირდა. ამიტომაც მოგიწოდებთ, როგორც თქვენი მეგობარი, გამოიჩინოთ დაჟინებულობა რეფორმების გზაზე, ასევე შეინარჩუნოთ ევროპული სტანდარტები პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკური დიალოგის პატივისცემაში.


აქ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ არის ანტიკური კოლხიდა, ეს არის თქვენი ქართული მემკვიდრეობა. ევროპული კულტურა დღეს, ეს ნიშნავს ფუნდამენტალური ღირებულებების პატივისცემას, ისეთი როგორიც არის დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და თავშეყრის თავისუფლება. ეს ღირებულებები დაცული უნდა იყოს სახელმწიფოსა და სახელმწიფო ორგანოების მიერ.


ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა – ეს ის პრინციპებია, რომელიც ასევე ჩვენს ურთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელოდებით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ. გელოდებით ნატო-ში ქართველები, რადგან ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და საკუთარი მომავლის კეთილდღეობის მშენებლობას. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე“, – განაცხდა პოლონეთის პრეზიდენტმა.


1tv.ge


თეგები:
ანჟეი დუდა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up