ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის საბჭოს ორი წევრის არჩევაზე სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები მნიშვნელოვანია, რასაც ყურადღებით ვეცნობით, ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება

ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის საბჭოს ორი წევრის არჩევაზე სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები მნიშვნელოვანია, რასაც ყურადღებით ვეცნობით, ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება

access_time2021-11-03 15:30:00

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრული ლეგიტიმაცია აქვს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.


როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, იუსტიციის საბჭოში რა, როგორ მოხდა, მისი კომპეტენცია არ არის.


„იყო დრო, როცა ძმები კუბლაშვილებიდან ერთი უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო მეორე ძმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო ნიკა გვარამია და დასრულდა ის დრო, როცა საბჭო პოლიტიკით იყო გაჯერებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.



მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და მოსაზრებები მნიშვნელოვანია, რასაც ყურადღებით ეცნობიან.


„რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებსა და მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ მას ყურადღებით ვეცნობით და ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი ხელმძღვანელობით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არის წარმოდგენილი. ყველას შევთავაზე კონკრეტული იდეის წარმოდგენა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში სასამართლო არ არსებობს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ გავატარეთ რეფორმები, რამაც დამოუკიდებელი მოსამართლის ინსტიტუტის განმტკიცება უზრუნველყო, სასამართლო დამოუკიდებელია და წინ მიიწევს. ამ საუბრებს წერტილი რომ დავუსვათ, ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გავაკეთეთ. არ არის გამოხმარება. რთული და წარმოუდგენელია კონსულტაცია ოპოზიციასთან, რომლის ნაწილი ბოიკოტშია, ნაწილი აქციებს აანონსებს, თუმცა ჩვენ კონსულტაციებისთვის მზად ვართ “, – განაცხადა ოხანაშვილმა.


აშშ-ის საელჩომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის არჩევასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა. ამავე საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up