ანტიდასავლური კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ევროპა-ამერიკაში დაბადებული შვილებით

ანტიდასავლური კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ევროპა-ამერიკაში დაბადებული შვილებით

access_time2023-03-08 13:40:31

„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ, გუშინ 76 დეპუტატის მხარდაჭერით პირველი მოსმენით იქნა მიღებული.  კანონპროექტს, როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ევროინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევენ.

 

 

„ქართული ოცნება“ და მისი განაყოფი „ხალხის ძალა“, ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის პირველ ადგილზე საქართველოს ინტერესებია და მხოლოდ შემდეგაა დასავლელი პარტნიორების მოსაზრება, რომელსაც საქართველოს ინტერესების შესაბამისად ან გაითვალისწინებენ ან არა.

 

 

ნამდვილად ასე ნაკლებად მნიშვნელოვანია თუ არა მმართველი პარტიის წევრებისთვის დასავლეთი? როგორც აღმოჩნდა საკუთარი შვილების მომავალს ისინი სწორედ დასავლეთში გეგმავენ. „აგენტების რუსული კანონის“ მხარდამჭერ მინიმუმ 7 დეპუტატს შვილები სწორედ აშშ-ის ან ევროპის ქვეყნებში ჰყავს შეძენილი და მათი ნაწილი ან ამ ქვეყნების მოქალაქეა, ან როგორც იქ დაბადებული გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს ან ისარგებლებს მომავალში.

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის ორივე შვილი აშშ-ში, ნიუ-იორკში დაიბადა 2015 და 2017 წლებში.

 


აშშ-ი, კერძოდ ილინოისშია დაბადებული ბექა ოდიშარია შვილიც 2012  წელს.

 

2009 წელს ნიუ იორკშია დაბადებული „ქართული ოცნების ფრაქციის“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის შვილიც.

 

ინგლისში მანჩესტერშია დაბადებული მიხეილ ყაველაშვილის შვილი 1996 წელს.  2001 წელს კი მეორე შვილი შვეიცარიაში ციურიხში დაიბადა.

 

ანრი ოხანაშვილის ორივე შვილი გერმანიაში, ბერლინშია დაბადებული – 2013 და 2015 წლებში.

 

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის, დავით სონღულაშვილის ერთ-ერთი შვილი კი საფრანგეთში, გრენობლშია  დაბადებული.

 

ლევან კობიაშვილის შვილები 1999 და 2007 წლებში გერმანიაში ფრაინბურგსა და დუისბურგში დაიბადნენ

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up