ბოლო ბიუჯეტური iPhone-ი Apple-მა 2022 წლის მარტში გამოუშვა და მისი ფასი 430 დოლარი იყო. წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 2023 წლიდან Apple-ი ბიუჯეტურ iPhone SE-ს მოდელის გამოშვებას აღარ აპირებს.
ანალიტიკოს მინგ-ჩი კუოს ინფორმაციით, Apple-მა გადადო ან საერთოდ გადაიფიქრა iPhone SE 4-ის გამოშვება და ამის მიზეზი ბიუჯეტურ სმარტფონებზე უკიდურესად დაბალი მოთხოვნა იყო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ iPhone SE 4-ის დიზაინი უნდა შეცვლილიყო, რაც ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რაც ცუდი გაყიდვების გამო კომპანიას უბრალოდ აღარ უღირდა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სმარტფონზე გაყიდვების ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოძველებული დიზაინი, მცირე ეკრანი და სუსტი ბატარეაა.