აქცია გრძელდება - აქციის მონაწილეები პოზნერის საქართველოში ყოფნას აპროტესტებენ

აქცია გრძელდება - აქციის მონაწილეები პოზნერის საქართველოში ყოფნას აპროტესტებენ

access_time2021-04-01 00:58:22

სამოქალაქო აქტივისტები რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ყოფნას აპროტესტებენ. აქტივისტებმა რესტორან ვინოტელიდან სტამბასთან გადაინაცვლეს, სადაც პოზნერია დაბინავებული. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დატოვონ პოზნერმა და მისმა თანხმლებმა ადამიანებმა საქართველო, რადგან პოზნერმა დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი. ამასთან, აქტივისტები აცხადებენ, რომ ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის, ქვეყანაში არ უნდა შემოუშვა.

 

აქტივისტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს და აცხადებენ, რომ პროტესტს უწყვეტი ხასიათი ექნება და გაგრძელდება იქამდე, სანამ პოზნერი საქართველოს არ დატოვებს.

 

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა.

 

მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.

 

ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს.

 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი.


 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. 

 

ვლადიმირ პოზნერმა და მასთან ერთად მყოის მიუხედავად, კაფე სტამბიდან ავტობუსით, პოლიციის თანხლებით სასტუმრო-რესტორან ვინოტელში გადაინაცვლეს.

 

პარალელურად აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

 

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტებმა თქვეს, რომ პუტინის პროპაგანდისტებს არ მისცემდნენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტებმა პოლიციას მოუწოდეს, აღეკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 ადამიანის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა.

 

შრომის ინსპექციამ აქტივისტებს უთხრა, რომ ვინოტელი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.

 

შსს-მ ფორმულას განუცხადა, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. უწყების განცხადებით, პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და არა ერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

 

მას შემდეგ, რაც პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ვინოტელი საპროტესტო აქციის ფონზე დატოვეს და კვლავ სასრტუმრო რუმში გადაინაცვლეს, აქ გადაინაცვლა საპროტეტო აქციამაც. დემონსტრატები პოზნერის საქართველოდან გაძევებას ითხოვენ.

 

წყარო: ფორმულა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up