რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები 7-8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
დღევანდელი აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნით დაიწყო.
აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.