მეგობრებო, არ არსებობს ამგვარი ტერმინი კანონპროექტის „გაწვევა“, — ამის შესახებ ადვოკატი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს.
„ცდილობენ დრო მოიგონ და როგორც თვითონ საკუთარ განცხადებაში წერენ ხალხს აუხსნან ამ კანოპროექტის მიზანი რა იყო.
არ შერცხვებათ და როგორც პროპორციულზე გადააგდეს ქვეყანა, მოუბრუნდნენ ამ კანონპროექტს“, — წერს ჯანდიერი.
ცოტა ხნის წინ აგენტების შესახებ კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ უკან გაიწვია. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, „ხალხის ძალა“ და საპარლამენტო უმრავლესობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“, — წერია განცხადებაში.