არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებს?! - მალე  პროკურატურასთან რიგში იდგებით  ამ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მისაცემად - კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“

არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებს?! - მალე პროკურატურასთან რიგში იდგებით ამ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მისაცემად - კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“

access_time2022-08-23 14:39:35

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილის მორიგ განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოაგორა ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასება „ISFED“-თან დაკავშირებით შოკისმომგვრელია.

 

„გავრილოვი რომ ჩამოიყვანა ბატონმა ივანიშვილმა და კობახიძის მეშვეობით პარლამენტში შეაბრძანა, შოკისმომგვრელი არ არის?! ოკუპანტ რუსეთს, ჩვენს მტერს, „ოცნების“ მთელი შემადგენლობა ყველგან რომ უძვრება, შოკისმომგვრელი არ არის?! მაგრამ პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების გულისტკივილი, რომ საქართველოს  უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით აქვს, შოკისმომგვრელია?!  

 

მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ. ჩვენ ვერ დავემსგავსებით მოძალადე ხელისუფლებას და ძალადობრივი, სისხლიანი მეთოდებით არ ვეცდებით მათ დამხობას. ჩვენ, ქართველი ხალხი, გავისტუმრებთ მათ არჩევნებით  და თუ ისინი, 2020 და 2021 წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად ეცდებიან, ან გააყალბებენ ამომრჩევლის ნებას, წავლენ ქართველი ხალხის დიდი, მშვიდობიანი პროტესტის ფონზე!

 


აქვე, ვეხმაურები გოგაშვილის საკითხს - მასზე, როგორც ერთ პიროვნებაზე,  ხორციელდება ორკესტრირებული შეტევა, შინაარსით - რა ცუდია სოსო გოგაშვილი! არავის აინტერესებს, როგორია სოსო გოგაშვილი.  საზოგადოებას, ქვეყნის შიგნით და ჩვენს პარტნიორებს, ქვეყნის გარეთ, აინტერესებთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებზე. კეთილი ინებეთ, გამოგორდით და პასუხი გაეცით გოგაშვილის ბრალდებებს, ის თქვენი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო!  

არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი?! - მალე  პროკურატურასთან რიგში იდგებით  ამ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მისაცემად“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.


(NS)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up