არ ვიკადრებთ, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებების გამო დავაზიანოთ - კახა კალაძის კომეტარი „ლაგუნა ვერესთან“ დაკავშირებით

არ ვიკადრებთ, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებების გამო დავაზიანოთ - კახა კალაძის კომეტარი „ლაგუნა ვერესთან“ დაკავშირებით

access_time2023-01-26 20:30:19

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვის საკითხზე მსჯელობა ვერასოდეს გახდება პოლიტიკურ შეხედულებებზე დამოკიდებული. არავის წინააღმდეგ საკუთარი თანამდებობა პოლიტიკური ნიშნით არ გამოუყენებია და ასეთ რამეს არც იკადრებს.

 

„თქვენ იცით, რამდენი მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქში და რამდენ კვადრატულ მეტრზე გაიცემა ყოველწლიურად სამშენებლო ნებართვები? არასდროს უკან არ დაგვიხევია ინფორმაციის მოწოდებაზე. სამწუხაროდ, თქვენ არ აშუქებთ და არ გინდათ, ის სიმართლე, რაც თქვენთვის მიუღებელია, საზოგადოებას მიაწოდოთ. ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია, ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით და ჩემი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით. არასოდეს გვიკადრია და არ ვიკადრებთ, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებების გამო დავაზიანოთ, ხელი შევუშალოთ ან ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კალაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არცერთი ნებართვა არ გაიცემა სატრანსპორტო კვლევის გარეშე. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს ზონები, რომლებსაც ახალი გენგეგმით შეეცვალათ სტატუსი ან მოხდეს მათი ადგილმონაცვლეობა.

 

„ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანო იმისა, რომ კონკრეტულ არეალებში რეკრეაციული ზონის სტატუსი შეცვლილა სხვადასხვა ზონით ან პირიქით. ეს არ არის გამონაკლისი. თქვენ ხედავთ, ლაგუნას მიმდებარე სივრცე როგორ არის განვითარებული. ქარხნის, საწარმოს ტერიტორია იყო. შეიძლება, რომ ქარხნის ტერიტორიას ედოს რეკრეაციული სივრცის სტატუსი? ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება იმისა, რომ შეიცვალოს ასეთი ზონები ან მოხდეს ადგილმონაცვლეობა. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც კერძო მესაკუთრეებს გაუუარესდათ მდგომარეობა მიწის ზონალური სტატუსის შეცვლით, როდესაც მივიღეთ გენერალური გეგმა. მაშინვე გაჩნდა ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს ასეთ საკითხებზე და მიიღოს გადაწყვეტილება - ან გამოისყიდოს ასეთი მიწები, ან შეუცვალოს ზონირება. ქალაქგეგმარების და ურბანული თვალსაზრისით, იმ კონკრეტულ არეალში ვერ ვხედავ პრობლემას, რომ განვითარდეს და მოწესრიგდეს ეს სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.


 

მისივე თქმით, შენარჩუნდება საცურაო აუზის სივრცე და მუნიციპალიტეტი მზადაა, ამ სივრცის აღდგენითი სამუშაოების პროექტზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად იმსჯელოს.

 

„მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩაერთოს ყველა მსურველი, იქნება არქიტექტორი თუ დიზაინერი და ერთად შევიმუშაოთ აღდგენითი სამუშაოების პროექტი. თქვენ იცით, რომ 2015 წელს ძალიან მძიმედ დაზიანდა
„ლაგუნა ვერე“, 13 ივნისის სტიქიამ ძალიან დააზიანა არსებული სივრცე. როდესაც გადმოგვეცემა ეს ტერიტორია, მუნიციპალიტეტი მზად არის, მოამზადოს პროექტი და დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები. მოვუწოდებთ ყველას ჩართულობისკენ და ერთად შევქმნათ სასიამოვნო სივრცე, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს თბილისის მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, დედაქალაქის მერის თქმით, ამაზე თბილისის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურები იმსჯელებენ.

 

„ჩემს მოწონებაზე არ არის ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა. მუნიციპალიტეტს ჰყავს არქიტექტურის და ურბანული განვითარების სამსახურები, სადაც მუშაობენ კვალიფიციური სპეციალისტები, პროფესიონალები და ყველას ჩართულობით იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up