დღეს, 17:00 საათზე, პარლამენტის წინ, პარტია „გირჩი“ საპროტესტო აქციას, სახელწოდებით „არა მონობას“ გამართავს
ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე ახალ „თავდაცვის კოდექსს“ გააპროტესტებენ.
„ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს.
იძულებით ჯარში გაწვევა - მონობაა.
მონობა ამორალურია!
ადამიანი არ არის მთავრობის მსახური.
ჩვენი მოთხოვნაა - დასრულდეს სავალდებულო გაწვევა!
რას ვაპირებთ თუ მონობას დააკანონებენ?
თავისუფალი ადამიანების ვალდებულებაა არ დაემორჩილონ მონობას და ყველა საშუალებით დაიცვან ერთმანეთი.
მთავრობა ან პოლიტიკოსი, რომელიც მოქალაქეს, როგორც მონას ისე უყურებს, არც პატივისცემას იმსახურებს, არც აღიარებას და უნდა იყოს განდევნილი პოლიტიკიდან.“- ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.