არაა გამორიცხული დივერსია - არჩილ გუჩმანიძე ბათუმის სანაპიროზე აფეთქებულ ნაღმზე

არაა გამორიცხული დივერსია - არჩილ გუჩმანიძე ბათუმის სანაპიროზე აფეთქებულ ნაღმზე

access_time2023-02-14 12:01:14

ნაღმი, რომელიც ბათუმის სანაპიროზე აფეთქდა მაღალი ალბათობით უკრაინიდან არ მოსულა და არ არის გამორიცხული დივერსიასთან გვქონდეს საქმე. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვის ექსპერტი არჩილ გუჩმანიძე სოციალურ ქსელში წერს.



გუჩმანიძის განმარტებით, გაგვიმართლა, რომ დიდი შტორმი იყო და ამ დროს აღნიშნულ აკვატორიაში არცერთი გემი არ მოძრაობდა.



„1. ეს ნაღმი მაღალი ალბათობით არ მოსულა უკრაინიდან, შავი ზღვაში გვაქვს ორი ციკლური დინება, ერთი მის აღმოსავლეთ, ხოლო მეორე მის დასავლეთ ნახევარში, ეს ორი წყლის მასების წრებრუნვა ერთმანეთისგან გამიჯნულია (მას ოკეანოგრაფები კნიპოვიჩის სათვალეს ეძახიან). უკრაინიდან წყლის მასებს, რომ წამოეღო ეს ნაღმი, მას უნდა გამოიარა დუნაის ფრონტი, რუმინეთის (200 კილომეტრია), ბულგარეთის (300 კილომეტრია) სანაპირო და მერე უნდა გადასულიყო თურქეთის წყლებში, სადაც მას მოუწევდა ბოსფორის სრუტის სიახლოვეს (სადაც გემების დიდი ტრაფიკია) მოხვევა, მერე მას უნდა ემოძრავა სინოპის ნახევარკუნძულამდე (კიდევ 500 კილომეტრი) სადაც უნდა გადაელახა ორი ციკლურ დინებას შორის არსებული სივრცე (ეს დრეიფით ფაქტობრივად შეუძლებელია) და გადმოსულიყო შავი ზღვის აღმოსავლეთ ნახევარში, სადაც მას თურქეთის ნაპირების გასწვრივ კიდევ უნდა დაეძლია 600 კილომეტრი და მოეღწია საქართველოს წყლებამდე. მაღალი ალბათობით საქმე სხვა რამესთან გვაქვს (არაა გამორიცხული დივერსია).




2. გაგვიმართლა, იქვე 100 მეტრშია ზღვაში შეჭრილ პირსზე მოწყობილი რესტორანი სანრემო, ნაღმის ამ კონსტრუქციას რომ დასჯახებოდა და მომხდარიყო დეტონაცია საუბედუროდ გვექნებოდა მსხვერპლი;



3. გაგვიმართლა, რომ დიდი შტორმი იყო და ამ დროს აღნიშნულ აკვატორიაში არცერთი გემი არ მოძრაობდა, ალბათობა გემთან შეჯახების (ნაღმი აუცილებლად ჩრდილოეთით ბათუმის პორტისკენ წაიწევდა) ძალზედ მაღალი იყო - თანმდევი ტრაგედიებით.



4. როგორც თვითმხილველები ამბობენ იქ კიდევ იყო მეორე ნაღმი, რომელიც იქ არ აფეთქებულა - ზღვამ წაიღო“, წერს გუჩმანიძე სოციალურ ქსელში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up