„არაერთი კომპანია მოხვდა შესყიდვების „შავ სიაში და ეს სია კიდევ გაიზრდება“ - თელავის მუნიციპალიტეტის მერი

„არაერთი კომპანია მოხვდა შესყიდვების „შავ სიაში და ეს სია კიდევ გაიზრდება“ - თელავის მუნიციპალიტეტის მერი

access_time2022-12-24 19:00:51

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის 28-ვე სოფლის მოსახლეობას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები წარმოუდგინა. შეხვედრაზე მერმა განაცხადა, რომ იმ უპასუხისმგებლო შემსრულებლებს, ვინც სახელმწიფო დაკვეთით სამუშაოებს ასრულებენ, გულგრილობა არ გაუვათ. არაერთი კომპანია მოხვდა შესყიდვების „შავ სიაში და ეს სია კიდევ გაიზრდება.

 

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ! – იმ უპასუხისმგებლო შემსრულებლებს, ვინც სახელმწიფო დაკვეთით ასრულებენ სამუშაოებს, ვპირდები, არ გაუვათ გულგრილობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ, ყველას კანონის ფარგლებში უმკაცრესად მოეთხოვება პასუხი! არაერთი კომპანია მოხვდა შესყიდვების „შავ სიაში და პირობას ვდებ მომავალში თუ მსგავსი შემთხვევები განმეორდა ეს სიაც და საჯარიმო სანქციებიც კიდევ უფრო გაიზრდება!“, - განაცხადა მერმა.

 

  

თელავის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2022 წელის დასაწყისში 28 302 000 ლარს შეადგენდა, განხორციელებული ცვლილებების და მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ასახვით კი ბიუჯეტი საბოლოოდ განისაზღვრა 79 513 820 ლარით.

 

 


როგორც ლევან ანდრიაშვილმა აღნიშნა, მერიის საქმიანობის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია, თუმცა ამავე დროს გასულ წელთან შედარებით გაზრდილია სოციალური დახმარებების ბიუჯეტიც.

 

 

მერის განცხადებით, წელს პირველად თელავის მუნიციპალიტეტმა დაიწყო ევროკავშირის დაფინანსებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება -„სწორედ ამ პროგრამით დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა ახალი მშვიდობის სკვერის მშენებლობა, თელავის კორტების და ნადიკვარის რეაბილიტაცია, ახალი რეკრეაციული სივრცე ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის, ახალი ფეხბურთის მოედანი და სხვა“.

 

 

ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტები უწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებას, რაც საბოლოოდ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up