არავის თავში არ მოსვლია, რომ რუსულ მანქანაზე ჯარიმა არ გამოწეროს,  ეს არის ტყუილი - ირაკლი ხმალაძე

არავის თავში არ მოსვლია, რომ რუსულ მანქანაზე ჯარიმა არ გამოწეროს, ეს არის ტყუილი - ირაკლი ხმალაძე

access_time2023-04-05 15:10:12

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მედიასთან საუბრისას სრული სიცრუე უწოდა  გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი  რუსულნომრიან ავტომანქანებს არ აჯარიმებს.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის საათობრივი პარკირების სისტემას არა აქვს წვდომა უცხოურ პერსონალურ მონაცემებთან, განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

მისივე თქმით, მძღოლის დაჯარიმების შესაძლებლობა პარკირების ოპერატორ კომპანიას მხოლოდ მძღოლის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში გააჩნია.

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მითითება აქვთ თანამშრომლებს, რომ უცხოური და განსაკუთრებით, რუსულნომრიანი მანქანები არ დააჯარიმონ. ეს არის სრული ტყუილი. საათობრივი პარკირების სისტემა ახალი აწყობილია და პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსულ მანქანებზე, არა მხოლოდ რუსეთიდან,   ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან უცხოურ ნომრებზე, პერსონალურ მონაცემებზე დაშვება საერთოდ არ აქვს. რეალურად, მანქანას ხომ არ აჯარიმებ, აჯარიმებ ფიზიკურ  პირს, ვინც არის მესაკუთრე. შესაბამისად, იმ ელექტრონული მოწყობილობებით, რომელსაც ფლობენ ჩვენი ოპერატორები, ვერ იღებენ ინფორმაციას უცხოური მანქანების მფლობელის ან შემომყვანის შესახებ. როდესაც მძღოლი ადგილზე არაა, ვერ ხდება ამ მონაცემების მიღება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას აქვს წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე და მხოლოდ ისინი აჯარიმებენ. თუ მძღოლი ადგილზე იმყოფება, ჯარიმა ჩვეულებრივ გამოიწერება.


კატეგორიულად გამოვრიცხავ და მცდარია ინფორმაცია  ჯარიმების არგამოწერასთან დაკავშირებით. ეს არის ტყუილი და ჩემი აზრით, ამ ვიდეოს გამავრცელებელმა ცოტა მეტი სოციალური და საჯარო  პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, როცა ასეთი ნარატივით ინფორმაციას ავრცელებს. მსგავსი ინსტრუქცია არ არსებობს, არავის თავში არ მოსვლია, რომ რუსულ მანქანას ჯარიმა არ გამოუწეროს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მუნიციპალიტეტს უცხოურნომრიანი ავტომანქანების მძღოლების დაჯარიმებას შესაძლებელს გახდის.

„ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე და არა მხოლოდ საკანომდებლო ცვლილებებზე, ელექტრონული ბაზების, ასე ვთქვათ,  „დამეგობრებაზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა ჩვენც მივიღოთ მონაცემები უცხოურნომრიან ავტომანქანებზე და შევძლოთ ჯარიმების გამოწერა ისეთ შემთხვევაში, როდესაც მძღოლი ადგილზე არ იმყოფება,“- განცხადა ირაკლი ხმალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up