არჩევნებს საქართველოში ევროპარლამენტარები აკვირდებიან

არჩევნებს საქართველოში ევროპარლამენტარები აკვირდებიან

access_time2021-10-02 09:53:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდაევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე გარემოში ჩატარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ესაუბრა. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან  ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი დეპუტატები, ტომას ზდეჩოვსკი, ვიქტორ ნეგრესკუ და კორინა კრეტუ.

"იმედი მაქვს, რომ ამ უქმეებზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდისკენ", -  ამის შესახებ ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის დეპუტატმა კორინა კრეტუმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტარებისთვის მნიშვნელოვანია დარწმუნდნენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქალაქეები უკეთესად ცხოვრობენ, რომ დემოკრატიული სტანდარტებით უწევთ მუშაობა.

„ძალიან მიხარია, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. უკვე 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1993 წელს ვიმყოფებოდი აქ პირველად.  ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზას ევროკავშირიდან ვაკვირდებოდი. იმედი მაქვს, რომ ამ უქმეებზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდისკენ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირი დიდ კაპიტალდაბანდებას ახორციელებს საქართველოში. ჩვენთვის, ევროპარლამენტარებისთვის, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქალაქეები უკეთესად ცხოვრობენ", -  აღნიშნა კორინა კრეტუმ.

ტომას ზდეჩოვსკიმ ხაზი გაუსვა, რომ  ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებით.


„დღეს განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობის მომავალი. ამჟამად ის ძალიან კარგ ნიშნულზეა.
მე თავად ჩეხეთიდან ვარ და საქართველოში ინვესტიციების მიხედვით მესამე ადგილზეა ჩემი ქვეყანა. იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც სტაბილური და პროაქტიული პარტნიორი იქნება საქართველო ჩეხეთთან, ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან მიმართებით"
, -  აღნიშნა ტომას ზდეჩოვსკიმ.



ვიქტორ ნეგრესკუს შეფასებით, ევროპარლამენტარები აქ იმყოფებიან ევროპული ფასეულობების მხარდასაჭერად, ღია და სამართლიანი არჩევნებისთვის, სიტუაციაზე დასაკვირვებლად და ქართველი ხალხის  მოსაზრებების გასაგებად.



"ევროპარლამენტიდან ჩამოვედით იმის სათქმელად, რომ საქართველო სულ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროკავშირთან. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ვართ წარმოშობით. მე თავად რუმინეთიდან გახლავართ. ჩვენ საქართველოსთან ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა გაგვაჩნია სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთია უსაფრთხოების სფერო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერი დემოკრატია ძლიერ განვითარებას მოასწავებს. ასევე მიგვაჩნია, რომ ძლიერი პარტნიორობით, ევროკავშირთან, მის წევრ სახელმწიფოებთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და სხვა პარტნიორებთან საქართველოში შეიძლება ცხოვრება აყვავდეს.
იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა და საუბარი კონსტრუქციული იყო და გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან კონსტრუქციული ურთიერთობის ქონას",
-  განაცხადა ვიქტორ ნეგრესკუმ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up