არჩილ თალაკვაძე: ადამიანი იყო, დღესაც არის და მომავალშიც იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის - „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში

არჩილ თალაკვაძე: ადამიანი იყო, დღესაც არის და მომავალშიც იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის - „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში

access_time2020-10-16 15:44:39

„პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, ჩვენი სახელისუფლებლო გუნდი აკეთებს უპრეცედენტოდ დიდ ინვესტიციას მომავალში. მომავალი - დღეს ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი საზრუნავი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლანჩხუთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების მიერ განხორციელებული რეფორმების და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა და დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მმართველი გუნდი მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდაქმნების უზრუნველყოფა შეძლო.


„ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელსაც გურულები ასე ძალიან ვაფასებთ და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში არის მშვიდობა და ეს მშვიდობა უდევს საფუძვლად განვითარებას ყველა ქალაქში და სოფელში. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, ადამიანი დაბრუნდა ხელისუფლების ყურადღების ცენტრში, ადამიანი იყო, დღესაც არის და მომავალშიც იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის - „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში, როგორც მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი ყველა სახელმწიფო სერვისი და უნდა იყოს მიმართული სახელმწიფოს ყურადღება სრულად. ჩვენ შევქმენით ნამდვილად ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისი თქმით, ყველა სახელმწიფო სერვისი ადამიანზეა ორიენტირებული, პირველ რიგში კი ეს არის ჯანდაცვის სისტემა, სადაც უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციაა განხორციელებული.


არჩილ თალაკვაძის შეფასებით, სწორედ წლევანდელმა წელმა დაადასტურა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სფეროში განხორციელებულ რეფორმებს.


პარლამენტის თავმჯდომარემ მედპერსონალს და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა შრომისთვის და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი იდგება კოვიდ-19-თან მებრძოლთა გვერდით მანამ, სანამ გლობალური პანდემია არ დამარცხდება, არ დაიწყება ეკონომიკის აღდგენა და ქვეყანა ნორმალური სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების პროცესს არ დაუბრუნდება.


არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელისუფლებლო გუნდი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აკეთებს უპრეცენდეტოდ დიდ ინვესტიციას მომავალში. მისივე თქმით, ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმები განათლების სექტორში და დაგეგმილია დაფინანსების გაზრდა მომავალ წლებშიც. ამას გარდა, იდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკასა და ჯანდაცვაში.



„ეს ნიშნავს უფრო მაღალ ხელფასებს პედაგოგებისთვის, ახალ სკოლებს, უნივერსიტეტებს, უფრო ხარისხიან და კონკურენტულ განათლებას თითოეულ სასწავლო დაწესებულებაში, რაც თავისთავად, უკვე ნიშნავს მეტ დასაქმებას, უფრო შემოსავლიან სამსახურებს და მეტ შემოსავალს თითოეულ ოჯახში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა გურიაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებაც და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე წარმატებით მიიყვანს. მისივე თქმით, ახალი სამეწარმეო პოტენციალის მხარდაჭერა, ახალი, უფრო შემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნა და რაც შეიძლება, მეტი ადამიანის დასაქმება იქნება „ქართული ოცნების მთავარი საზრუნავი შემდეგ წლებშიც. ამ კონტექსტში, კი, ყურადღება განსაკუთრებით, ახალგაზრდებზე გამახვილდება.


„ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ გპირდებით, რომ უფრო დიდი ენერგია და უფრო დიდი ყურადღება ექნება ამ საქმეს“,- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.


არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს გურიის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.


„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც გურიაში, განსაკუთრებით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შექმნა სრულიად ახალი ეკონომიკა - ეს არის არამხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ, ეს არის გურია უკვე ახალი, სრულიად განსხვავებული სახით მსოფლიო ეკონომიკურ, კულტურულ რუკაზე და ქვეყნის შიგნითაც, როდესაც საქმე შიდა ტურიზმს ეხება. უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტები განხორციელდა, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაზე, მის მოვლა-პატრონობაზე, ეკლესიების მშენებლობასა და აღდგენაზე, აქ არის თანამედროვე ინფრასტრუქტურა შექმნილი, როგორც რეკრეაციული ზონა, ასევე, სასტუმრო „პარაგრაფი“ და ეს კომპლექსი, „ბლექ სი არენა“ , დენდროლოგიური პარკი, გასართობი პარკი „ციცინათელა“, არაერთი სხვა პროექტი, რაშიც ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია არის ჩადებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლის განვითარებასთან ერთად, პრიორიტეტად რჩება მთის განვითარება. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთად იმუშავებს, რათა გომის მთისა და ბახმაროს განვითარების ტემპები დაჩქარდეს, განხორციელდეს თანამედროვე პროექტები და აღნიშნული კურორტები ევროპული სტანდარტების დონეზე იქნას მიყვანილი.


პარლამენტის თავმჯდომარემ ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო წილოსანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვასილ ჩიგოგიძეს მხარდაჭერა დაუდასტურა.


„ვასილ ჩიგოგიძე - ჩოხატაურიდან, ნინო წილოსანი - ლანჩხუთიდან, ოზურგეთიდან - მე - ჩვენ სამნი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შევაერთოთ ჩვენი შესაძლებლობები და გავაკეთოთ ერთად კიდევ უფრო მეტი ჩვენი გურიისთვის - ლანჩხუთისთვის, ჩოხატაურისთვის და ოზურგეთისთვის“,- მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, სახელისუფლებლო გუნდი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მზად არის აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up