კახა კალაძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომელიც თბილისის მერობის მომავალ კანდიდატს შეეხება.
მისი თქმით, კახა კალაძეს საზოგადოების ნდობა აქვს.
„კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. მან ბევრი საქმე გააკეთა და არაერთი პროექტი წინ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩვენი გუნდის გაცემულ დაპირებებს შევასრულებთ, მათ შორის დედაქალაქთან მიმართებაში. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა, ზოგადად, არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებით, თუმცა კანდიდატებზე რაიმე კონკრეტული დისკუსია არ ყოფილა, შესაბამისად, ჯერ ძალიან ადრეა გავაკეთოთ წინასწარ კომენტარები ჩვენ კანდიდატებთან დაკავშირებით. კახა კალაძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია და მას აქვს საზოგადოების ნდობა“ , - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი გაეროში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება.
IPN.GE