სუვერენულ ქვეყანაში შეჭრა არღვევს საერთაშორისო კანონს, - ასე ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, „ტვიტერში“ გავრცელებული განცხადებით.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაჩეროს რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
„სუვერენულ ქვეყანაში შეჭრა არღვევს საერთაშორისო კანონს, მიუღებელია და ევროპისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მოვუწოდებთ, საერთაშორისო თანამეგობრობას, შეაჩეროს რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინა, იყავი ძლიერი“, - წერს თალაკვაძე.
ipn.ge