არჩილ თალაკვაძე მზადყოფნას გამოთქვამს, მოქალაქეების ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების პრობლემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართოს

არჩილ თალაკვაძე მზადყოფნას გამოთქვამს, მოქალაქეების ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების პრობლემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართოს

access_time2020-03-02 19:46:45

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივის პასუხად განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი პოლიტიკაზე მაღლა დგას და მზადაა, უახლოეს მომავალში სამუშაო შეხვედრა გაიმართოს.

 

„პირველ რიგში მგონია, რომ სამუშაო შეხვედრა იქნება კარგი ამ თემაზე. მეც დიდი ინტერესით მივიღებდი მონაწილეობას. ამიტომ შეგვიძლია ხვალ, მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღე არის, ხვალ ან ზეგ ჩავნიშნოთ ასეთი შეხვედრა და განვიხილოთ, რა ზომები შეიძლება გამოვიყენოთ.მე მგონი, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხია, რაც ადამიანებს ეხებათ და გთხოვთ, რომ კოორდინაცია გააკეთოთ, ვისაც ინტერესი და გამოცდილება გაქვთ. ერთ სამუშაო შეხვედრას პირადად მეც ვუმასპინძლებდი ამასთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ მიმართავენ აღსრულების ბიუროს, რომ ერთი თვით მაინც შეჩერდეს გამოსახლების პროცესი.

 


„დიდი მადლობა, რომ გულისყურით მოეკიდეთ ამას, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მალე ჩავნიშნავთ ამ შეხვედრას, ძალიან კარგი იქნება. იქნებ არ გადავდოთ. მორატორიუმი არ დავარქვათ, მაგრამ  მივმართოთ აღსრულების ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს, ამ თვეში ვინც გამოსასახლებელია, მათ აქვთ სია, ვინ უნდა გამოასახლონ, ვინ არა, შეჩერდეს ეს პროცესი ერთი თვით მაინც, მორატორიუმს ნუ დავარქმევთ. ფორმალური , არაფორმალური, რა მიმართვის ფორმა არის საჭირო არ ვიცი ამ შემთხვევაში, უბრალოდ გადავადდეს ეს ყველაფერი. ვიმსჯელოთ ამაზე და თუ დავინახეთ, რომ მორატორიუმი საჭიროა, გამოვაცხადოთ და შემდეგ ვუშველოთ იმ ადამიანებს. აქ არის ლაპარაკი, რომ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა ისინი, ვინც უკვე გამოსახლების სიაშია, არ გამოასახლონ. იქნებ შეგვწევდეს ჩვენ უნარი და ძალა, რომ ესენი აღვკვეთოთ ჯერ და შემდგომში ვიმსჯელოთ, საჭიროა თუ არა  მორატორიუმი“ ,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

თალაკვაძის განმარტებით, კანონმდებლობით, პოლიტიკური მსჯელობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება შეუძლებელია.

 

მისივე თქმით, მოქალაქეების დასახმარებლად შეუძლიათ, მთავრობასთან კონსულტაციები გამართონ.

 

„კანონმდებლობით შეუძლებელია, ბატონო ბექა, რომ დღეს ჩვენ ბიუროს სხდომაზე გამოვაცხადოთ ამაზე მორატორიუმი და შეუძლებელია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შევაჩეროთ პოლიტიკური მსჯელობის საფუძველზე. ამიტომ რომ არ იფიქროთ, მე ბანზე გადავაგდე თქვენი წუხილები, ეს ოთხი შემთხვევაც მოგვიტანეთ, განვიხილოთ ინდივიდუალურად, სხვა შემთხვევებიც თუ არის, სადაც მოქალაქეებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ და ეკუთვნით სამართლიანად, იქ მივიღოთ გადაწყვეტილებები. პოლიტიკური ორგანო ვართ, შეგვიძლია კონსულტაცია მთავრობასთან, ზარიც, შეხვედრაც და ვცადოთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს.

 

რაც შეეხება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, იქნება ეს მორატორიუმი, შეზღუდვები ახალი კანონის საფუძველზე, თუ სხვა, ეს უნდა გავაკეთოთ კანონმდებლობის დაცვით ისე, რომ თუ ერთ მხარეს დავეხმარებით, მეორე მხარესთან არ შევიდეთ კანონიერ დავებში. ასეთი გადაწყვეტილებები მაქსიმალურად კანონის დაცვით უნდა იყოს მიღებული“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up