ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ ძალიან მოინდომეთ? გისმენთ და მგონია, რომ საბჭოთა დროის პარტიულ ყრილობას ვესწრები, - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, არმაზ ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.
ახვლედიანის თქმით, მას ძალიან კარგად ახსოვს „ქართულ ოცნებას“ 2012-2013 წლებში როგორი შანსები ჰქონდა.
„მხარეს არ აქვს მნიშვნელობა, პატივისცემას ყველა ერთნაირად იმსახურებს, მე ეს კარგად მესმის, მაგრამ ჩემს თავს ვუსვამ კითხვას - პატივისცემას იმსახურებს ის ხელისუფლება, რომელმაც წყლულები გაამრავლა, რომელმაც საზოგადოების შეკავშირების ნაცვლად გახლიჩა საზოგადოება, დააპირისპირა უკიდურესად და ვკითხულობ რატომ, რატომ გააკეთეთ ეს? იმიტომ, რომ ასე სჭირდება თქვენს პოლიტიკურ ინტერესს. რატომ არის საქართველოში კვლავაც შავი და თეთრი? ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენ ძალიან მოინდომეთ? გისმენთ და მგონია, რომ საბჭოთა დროის პარტიულ ყრილობას ვესწრები. რა გვაზეიმებს, რა გვიხარია, სად ვართ ბოლოს და ბოლოს ? თქვენ აცნობიერებთ, რომ საქართველოს მთა და ბარი გავაპარტახეთ? ვინ აგებს ამაზე პასუხს? ვინ აგებს პასუხს გაშვებულ შესაძლებლობებზე? მე ხომ კარგად მახსოვს რა შანსი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ 2012-2013 წლებში“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
IPN.GE