არმაზ ახვლედიანი - თავი არავინ მოიტყუოს, უგვირგვინო მეფე შორს არ მიდის! მისი მახვილი თვალი ყველას და ყველაფერს ხედავს, რადგან ივანიშვილი ბოლომდე ვერავის ენდობა

არმაზ ახვლედიანი - თავი არავინ მოიტყუოს, უგვირგვინო მეფე შორს არ მიდის! მისი მახვილი თვალი ყველას და ყველაფერს ხედავს, რადგან ივანიშვილი ბოლომდე ვერავის ენდობა

access_time2021-01-12 13:40:00

„ევროპული საქართველოს“ წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, „უგვირგვინო მეფე შორს არ მიდის! მისი მახვილი თვალი ყველას და ყველაფერს ხედავს, რადგან ბოლომდე ვერავის ენდობა“.



ამის შესახებ არმაზ ახვლედიანმა „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.



„საბოლოოდ მივდივარო, სრულად ჩამოვშორდები მართვასო! - ეს ფრაზები ბოლომდე წაკითხული და გააზრებული არც კი გვქონდა, რომ მთქმელი ისევ იმ საჭესთან იდგა, რომელსაც თითქოს დაემშვიდობა.



მემკვირდის მოვალეობის შემსრულებელი ისე შესთავაზა გუნდს, არც კი დაფიქრებულა: თუ მიდიხარ და აპირებ, რომ ჩაეხსნა მართვის სადავეებს, მაშინ რატომ არ აძლევ უფლებას ამ, თუნდაც ასე არადემოკრატიულად არჩეული პოლიტსაბჭოს წევრებს, თავად განსაზღვრონ, ვინ შესთავაზონ კარსმომდგარ ყრილობას პარტიის თავმჯდომარედ. იქნებ, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის იგი ან სულაც უკვე ყველაზე სტაჟიან პარტიულ დიდმოხელე მერს.




გჯერათ ამ ადამიანის სიტყვის?! ვინმე მართლა ფიქრობთ, რომ ის რეალურად ჩამოშორდება მართვას?! მერე რა, რომ აღარ ექნება უმაღლესი პარტიული თანამდებობა - რაც მას ისედაც არაფრად სჭირდებოდა - მთავარი ხომ გავლენებია, ის, თუ ვის მიიჩნევენ ქვეყანაში მთავარ ანგარიშგასაწევ ძალად: პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მთელს საპარლამენტო უმრავლესობას, პოლიტსაბჭოს თუ, მით უფრო, პარტიის ყრილობას! აბა, კონსტიტუციას და არჩევნების გზით ხალხის ნების გამოხატვას ხომ ფასი რახანია აღარ აქვს! ყველა და ყველაფერი ხომ ბუტაფორიაა, მთავარი ის ერთია გუშინ, დღეს და ბოლომდე, ვიდრე გაუვა! ასე რომ, თავი არავინ მოიტყუოს, უგვირგვინო მეფე შორს არ მიდის! მისი მახვილი თვალი ყველას და ყველაფერს ხედავს, მისი გონება კი ყველაფერს მართავს და აკონტროლებს, რადგან ბოლომდე ვერავის ენდობა - ასეთია ყველა დრომოჭმული თვითმარქვია მმართველის ბუნება!



სანაქებო დემოკრატიას ვტოვებო, არადა, დემოკრატიის ნიშანწყალი ვერაფრით დაატყო საკუთარ პარტიას, ქვეყანა კი ავტორიტარიზმის მარწუხებში გახვია!



პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობაა ეს მორიგი “წასვლა”, მაგრამ არავის რომ არ სჯერა! ჰოდა, ამ სამარცხვინო, ქვეყნისთვის დამღუპველი, ბინძური პოლიტიკური თამაშის ავტორს და ყველა თანამონაწილეს უნდა ახსოვდეს, მათი ვითომ ასე ოსტატურად შეფუთული ქვეყნის უსამართლოდ, უტვინოდ და უტიფრად მართვის გეგმა რახანია, გაიშიფრა! ამ თანამედროვე ნეობოლშევიკი ფეოდალების ზრახვებს აღსრულება არ უწერია! დრო ახლა ულმობელი სისწრაფით მოქმედებს მათ წინააღმდეგ. ჩვენი ხალხის, კონსოლიდირებული, ჯანსაღი პოლიტიკური ძალების და შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ერთობლივ ძალისხმევას, რომ საქართველოში დასრულდეს დამღუპველი ერთმმართველობა და დაიწყოს ნორმალური, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, ვეღარაფერი აღუდგება წინ! სულ მალე გვექნება ხალხის და არა ერთი კაცის პარლამენტი და მთავრობა, რაც მტკიცე საფუძველს ჩაუყრის საქართველოში შეუქცევადი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების დაწყებას და წარმატებას!” – აცხადებს ახვლედიანი.




IPN.GE










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up