როცა შენ მახეს სხვას დაუგებ, ამ მახეში თავად აღმოჩნდები, - ასე მიმართა პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს.
მან ხელისუფლების მისამართით აღნიშნა, რომ შესაძლოა, მათ გადადგმული ყველა ნაბიჯი წინ დახვდეთ.
„სამწუხაროდ, სულ ერთი და იგივე მეორდება. როცა შენ მახეს სხვას დაუგებ, ამ მახეში თავად აღმოჩნდები. 2012 წელს ჩემდათავად მრავალ სხვა თანამოქალაქესთან ერთად იმიტომ მიხაროდა „ქართული ოცნების“ გამარჯვება, რომ წინა ხელისუფლების მსგავსი მზაკვრობები აღარ გაგრძელებულიყო. თქვენ რას აკეთებთ, იმეორებთ? ხომ არ გეშინიათ, რომ ეს ყველაფერი წინ დაგხვდებათ“, - განაცხადა ახველდიანმა.
ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო, რომლითაც, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს.
IPN.GE