ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გუშინ 7 მარტს ე.წ. აგენტების კანონის დაჩქარებული წესით მიღებას და პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის წერს, რომ ასე ახლოს არასდროს ყოფილა ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ზუსტად ამიტომ გვიტევს ასე გაცხარებით რუსული ძალა.
„ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თაობა, რომელიც ამ ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში.
ასე ახლოს არასდროს ყოფილა ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ზუსტად ამიტომ გვიტევს ასე გაცხარებით რუსული ძალა.
ხვალ კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით!!!
აუცილებლად გავიმარჯვებთ!!!“, - წერს გიორგი ქადაგიძე