საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს უსაფრთხოება.
როგორც კელი დეგნანმა მედიასთან აღნიშნა, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ხვალ ჩამოვა.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ თავდაცვის მდივანი ოსტინი ხვალ საქართველოში ჩამოვა. ეს ვიზიტი არის ძლიერი მხარდაჭერის დადასტურება ამერიკის შეერთებული შტატებისა საქართველოს მიმართ, ქართული და ამერიკული თანამშრომლობის მიმართ. რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდება იმაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობები. რა ახალი ინიციატივები შეიძლება იქნას განხილული იმ მრავალ ინიციატივათაგან რაც აქამდე განხორციელებულა. კიდევ ერთხელ ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოს უსაფრთხოება“, - აღნიშნა დეგნანმა.
წყარო: ინტერპრენიუსი