აშშ თურქეთს აფრთხილებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევის თაობაზე - WSJ

აშშ თურქეთს აფრთხილებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევის თაობაზე - WSJ

access_time2022-08-23 09:00:40

შეერთებულმა შტატებმა თურქული კომპანიები გააფრთხილა, არ ითანამშრომლონ იმ რუსულ კომპანიებსა და მოქალაქეებთან, რომლებიც აშშ-ის სანქციების სამიზნეა, წერს გამოცემა Wall Street Journal.



გაზეთმა მოიპოვა აშშ-ს ხაზინის მდივნის მოადგილის უოლი ადიემოს წერილი თურქეთში ამერიკის სავაჭრო პალატისა და თურქეთის ინდუსტრიისა და ბიზნეს ასოციაციისადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქულ კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულთა სიაში მყოფ რუსეთის მოქალაქეებთან ბიზნესს აწარმოებენ ამერიკული სანქციების რისკი ემუქრებათ. წერილში ხაზგასმულია თურქული ბანკები. „რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობამ შესაძლოა თურქული ფინანსური ინსტიტუტები და ბიზნესი სანქციების რისკის ქვეშ დააყენოს“, - ნათქვამია წერილში. გაზეთი აზუსტებს, რომ თურქულ ბანკებს, რომლებიც რუსულთან საკორესპონდენტო ურთიერთობას ინარჩუნებენ, ამერიკულ ბანკებთან ურთიერთობა აეკრძალებათ.



ეს გაფრთხილება ანკარაზე ვაშინგტონის მხრიდან მზარდი ზეწოლის მტკიცებულებაა. თურქეთი ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდა. Wall Street Journal-ის ცნობით, შედეგად, თურქეთი რუსული კაპიტალისთვის თავშესაფრად იქცა.


გასული კვირის ბოლოს, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია აშშ-სა და თურქეთის სახაზინო მდივნის მოადგილეებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელშიც უოლი ადიემო გამოთქვამდა შეშფოთებას, იმასთან დაკავშირებით რომ თურქეთს რუსები სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ . თურქეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თავის ამერიკელი კოლეგას დაარწმუნა, რომ თურქულ კომპანიებსა და მოქალაქეებს საერთაშორისო სანქციების დარღვევა ეკრძალებათ.


წყაროhttps://www.radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up