ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა.
„ვიზიტის“ ფარგლებში ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ასლან ბჟანია 14 თებერვალს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა.