აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა - სერგეი გავრილოვი

აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა - სერგეი გავრილოვი

access_time2023-01-20 19:00:55

რუსეთის  სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოსთან აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობაც. მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას და შესაძლებლობებს ამ ქვეყანაში რუსების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.


უკრაინის საკითხზე საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომის მიმართ მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ ჩვენს ქვეყნებს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენი კონტაქტების გაფართოებას და  საქართველოში ჩვენი მოქალაქეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობას, - განაცხადა გავრილოვმა.


მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაზრდას და ტურიზმის განვითარებას.

 

„უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის მეგობარი ქვეყნებიდან, რომლებიც განახორციელებენ გადაზიდვებს რუსეთსა და საქართველოს შორის“, -  აღნიშნა დეპუტატმა.



მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იმედოვნებს საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. მისი თქმით, საქართველოსთან კონტაქტები აქტიურად ვითარდება და 2022 წელს საქართველოს მშპ-ის 10%-ით გაზრდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დამსახურებაა. 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას.


შეგახსენებთ, სწორედ სერგეი გავრილოვის სახელს უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, რომელიც „გავრილოვის ღამის“ სახელითაა შესული უახლეს ისტორიაში. თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებას და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას თბილისში მასშტაბური ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელიც გვიან ღამით სამართალდამცველებმა დაშალეს  ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.  დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, დაზიანებები მიიღო რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებმა.


საქართველო რუსეთს შორის ფრენების შეწყვეტაც სწორედ სერგეი გავრილოვის ინციდენტთანაა დაკავშირებული. რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 2019 წლის 8 ივლისს შეწყვიტა, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ, თავის მხრივ, მიიღო გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების ფრენების შეჩერების შესახებ. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობას, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის 3 სექტემბერს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up