ავღანეთი – ამერიკული შეიარაღება თალიბების ხელშია, ხაზარებს აწამებენ და კლავენ, ნადირობენ „დოიჩე ველეს“ რედაქტორზე

ავღანეთი – ამერიკული შეიარაღება თალიბების ხელშია, ხაზარებს აწამებენ და კლავენ, ნადირობენ „დოიჩე ველეს“ რედაქტორზე

access_time2021-08-20 16:00:23

ავღანეთის თითქმის მთელი ტერიტორიის დაპყრობის გარდა, თალიბანის მებრძოლებმა ის ამერიკული შეიარაღება და ტექნიკაც ჩაიგდეს ხელში, რომელიც ავღანეთის არმიამ უკან დახევისას დატოვა.


ცნობისთვის, 2002–2017 წლების პერიოდში აშშ–მა ავღანეთის არმიას $28 მლრდ–ის შეიარაღება გადასცა.


ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებენ თალიბები სამხედრო მანქანების გრძელ რიგებს, ხსნიან ყუთებს, საიდანაც ახალ ცეცხლსასროლ იარაღს იღებენ. ასევე ხელში ჩაიგდეს კავშირგაბმულობის საშუალებები და სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატებიც კი.


„ყველაფერი, რაც არ იყო განადგურებული, თალიბებს ჩაუვარდა ხელში“, – უთხრა Reuters-ს აშშ–ის ხელისუფლების ანონიმურმა წარმომადგენელმა.


ამერიკის ყოფილი და მოქმედი ოფიციალური პირები ამ გარემოებით უკიდურესად შეშფოთებული არიან და შიშობენ, რომ ტექნიკა შეიარაღება რუსეთს ან ჩინეთს არ გადასცენ.


სააგენტოს კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ თალიბებმა 2000–ზე მეტი ამერიკული ჯავშან–ტრანსპორტიორი ჩაიგდეს ხელში. მათსავე ნადავლშია 40 საფრენი აპარატი, მათ შორისო ვერტმფრენებიც და სამხედრო დრონები.


ნადირობა Deutsche Welle–ს რედაქტორზე


გერმანული არხი Deutsche Welle იუწყება, რომ თალიბებმა ავღანეთის ბიუროს რედაქტორზე დაიწყეს ნადირობა. ეს თანამშრომელი უკვე დიდი ხანია, გერმანიაშია, თუმცა ამის შესახებ თალიბებმა არ იცოდნენ.



ჟურნალისტის ძებნის დროს თალიბებმა მისი ახლო ნათესავი მოკლეს, ოჯახის ერთი წევრი კი დაჭრილია.


„ჩვენი რედაქტორის ახლო ნათესავის მკვლელობა ტრაგედიაა, რომელიც მოწმობს, თუ რამხელა საფრთხის წინაშე არიან ჩვენი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ავღანეთში“, – ნათქვამია Deutsche Welle–ს დირექტორის პეტერ ლიმბურგის განცხადებაში. მან გერმანიის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა, ადამიანების გადასარჩენად.


გაორმაგებული ძალისხმევა ხალხის გამოსაყვანად ნატოს პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქაბულიდან 18 ათასი ავღანელია გამოყვანილი.


ალიანსის ხელმძღვანელობა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, გააორმაგონ ძალისხმევა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად, რადგან თალიბები ყოველდღიურად აძლიერებენ დედაქალაქის კონტროლს.


ადგილზე მყოფი დამკვირვებლის თქმით, ქაბულის აეროპორტიდან გამგზავრებას ათასობით ავღანელი ელოდება. სხვა ათასობით ადამიანი კი აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებს – გზებს თალიბები აკონტროლებენ და განსაკუთრებით ავღანელებს არ აძლევენ აეროპორტისკენ გადაადგილების უფლებას.


საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელ სხვა ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს გადარჩენის შანსი აღარ აქვთ, ამბობენ ნატოში.



Amnesty: თალიბები ხაზარების უმცირესობას აწამებდნენ და ხოცავდნენ


უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ ივლისის დასაწყისში ტერიტორიების მიტაცების დროს თალიბები კლავდნენ და აწამებდნენ ხაზართა უმცირესობის წარმომადგენლებს. ისინი ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობენ. თვითმხილველებმა ძალადობის შემზარავი სცენები აღწერეს. ქაბულის დაკავების შემდეგ თალიბანი ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ მათი პრინციპები ხელისუფლებაში წინა ჯერზე ყოფნის პერიოდისგან განსხვავებული იქნება. თუმცა, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ხაზარებისადმი მათი მოპყრობა თალიბების ჭეშმარიტ ზრახვებს ჰფენს ნათელს.


ხაზარები მონღოლურ, თურქულ, ირანული წარმოშობის შიიტები არიან და სპარსულად საუბრობენ. ისინი რაოდენობით მესამე უმცირესობა არიან ავღანეთის ტერიტორიაზე, თუმცა ათწლეულებია, იდევნებიან სუნიტური ავღანური საზოგადოების მიერ. ხელისუფლებაში თალიბანის პირველი მოსვლის დროს 1996–2001 წლები ასევე იდევნებოდნენ ხაზარები.


ავღანეთში Facebook–მა მეგობრების დათვალიერების ფუნქცია გამორთო Facebook–ის ავღანელ მომხმარებლებს დროებით გაეთიშათ მეგობრების დათვალიერების ფუნქცია, რაც კომპანიაში ადამიანების თავდასხმისგან დაცვის მოტივით განმარტეს.

 


თეგები:
ავღანეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up