ახალ ტურისტულ ლოკაციებს შორისაა: ჭუთხარო, ურაველი, ზეკარი და სამშვილდე - ლევან დავითაშვილი

ახალ ტურისტულ ლოკაციებს შორისაა: ჭუთხარო, ურაველი, ზეკარი და სამშვილდე - ლევან დავითაშვილი

access_time2022-12-30 13:30:24

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2023 წლის განმავლობაში 50-მდე საკურორტო ადგილზე სახელმწიფო ქონების პრივატიზება მოხდება, პრივატიზების პროცესი მარტის თვიდან დაიწყება.

 


ვიცე-პრემიერის თქმით მთავრობა, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნას ფიქრობს. მათ შორისაა - რაჭასა და ქვემო სვანეთში - ჭუთხარო, რომელიც სამთო-სათხილამურო მიმართულებით შეიძლება წამყვანი კურორტი გახდეს. ამისათვის მას რამდენიმე ასეული მილიონი ლარისა თუ დოლარის ინვესტიცია დასჭირდება. ამ სიაშია ასევე: ბალნეოლოგიური კურორტი ურაველი, კახეთში ზეკარი და ქვემო ქართლში - სამშვილდე.

 



„ჩვენ წინასწარი კვლევები გვაქვს გაკეთებული. ეს არის რაჭასა და ქვემო სვანეთში ახალი ლოკაცია ჭუთხარო, ეს არის პოტენციური კურორტი, რომელიც შეიძლება იყოს წამყვანი კურორტი სამთო-სათხილამურო მიმართულებით. მას რამდენიმე ასეული მილიონი ლარისა თუ დოლარის ინვესტიცია დასჭირდება. კურორტების ჩამონათვალში გვაქვს ჭუთხარო, რომელიც იქნება შეთავაზებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი მსხვილი საინვესტიციო ჯგუფისთვის. ასევე, ურაველია ამ სიაში, რომელიც ბალნეოლოგიური კურორტი იყო და აღდგენა შეიძლება. ჩვენი სია ძალიან დიდია. ზეკარი ასეთივე კურორტია, რომელიც ახალია და დიდი პოტენციალი გააჩნია კახეთის რეგიონში. სამშვილდე, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული დატვირთვისაა. სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება იქ მისასვლელი გზა და ინფრასტრუქტურა მოაწყოს და შესაბამისი გარემო შექმნას, რომ ინვესტორებისთვის იყოს მიმზიდველი. ამ სიაში ბევრია არსებული, ცნობილი და დავიწყებული, ყოფილი კურორტი, ზოგი არის ნაკლებად ცნობილი და მნიშვნელოვანი პოტენციალის მატარებელი



რაც შეეხება წყალტუბოს, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ინვესტორები კურორტით ინტერესდებიან. მსხვილი უცხოური საინვესტიციო ჯგუფი 5 სანატორიუმს განავითარებს, დარჩენილ შვიდ სანატორიუმზეც მოლაპარაკება მიდის.

 

 

„ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა კონკრეტულ ინვესტორებთან, ბიზნესებთან და ვნახეთ, რომ ინვესტორები ნამდვილად ინტერესდებოდნენ. მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ დაენახათ კონკრეტული აქტივობა, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან. თქვენ იცით, რომ დღეის მდგომარეობით, უკვე 7 კურორტის რეალიზაცია განვახორციელეთ. მსხვილი უცხოური საინვესტიციო ჯგუფი განავითარებს 5 სანატორიუმს. დარჩენილ შვიდ სანატორიუმზეც მიდის მოლაპარაკება. ის, რომ არ ინტერესდებიან, არ არის მართებული. 2023 წელს ჩვენ ყველა ობიექტის რეალიზება გვექნება დასრულებული. ვფიქრობ, რომ ეს ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზრდება მას შედეგ, რაც სახელმწიფო დაანონსებულ სამუშაოებს განახორციელებს. 200 მილიონი, რაზეც ჩვენც ვისაუბრეთ, ზუსტად სახელმწიფოს იმ დარჩენილი ნაწილის სარეაბილიტაციოდ იქნება განსაზღვრული. წარმოიდგინეთ, კურორტს თუ არ აქვს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვიზუალი, იერსახე, არსებული შენობების რეაბილიტაცია არ ხდება, ინვესტორისთვის, ბუნებრივია, რთულად გადასადგმელია ნაბიჯები, რომ ჩადოს თანხები. როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ სინქრონში, სახელმწიფო დახარჯავს თანხებს და მოაწესრიგებს იერსახეს, ეს, რა თქმა უნდა, გაზრდის მიზიდულობასა და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ინტერესი ინვესტორების მხრიდან“, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up