„ბანკებმა კანონი არასწორად გაიგეს და საბავშვო ანაბრის შესახებ მომხმარებელთან მცდარი ინფორმაცია დააგზავნეს“

„ბანკებმა კანონი არასწორად გაიგეს და საბავშვო ანაბრის შესახებ მომხმარებელთან მცდარი ინფორმაცია დააგზავნეს“

access_time2020-09-03 13:15:49

1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს ჩანაწერს ბავშვის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ცვლილების მიხედვით, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ან 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონების მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობითაა დასაშვები.


ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ზოგიერთმა კომერციულმა ბანკმა მომხმარებლებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ 1 სექტემბრიდან, მათი შვილის საკუთრებაში არსებული საბავშვო ანაბრის განკარგვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობით არის შესაძლებელი.


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატი სოფიო კილაძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ კომერციული ბანკების მიერ კოდექსში შეტანილი ცვლილება შეცდომით იქნა გაგებული და საბავშვო ანაბარის უძრავ-მოძრავ ქონებასთან გაიგივება არასწორია.


„ძალიან სამწუხაროა საბავშვო ანაბართან დაკავშირებით „სამოქალაქო კოდექსის“ ცვლილების არასწორი ინტერპრეტირება. ბანკების მიერ კანონის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და სრული ნონსენსი და აბსურდია საბავშვო ანაბარის უძრავ-მოძრავ ქონებასთან გაიგივება. ასეთი ჩანაწერი არც „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ და არც „სამოქალაქო კოდექსში“ არ არსებობს. ანაბარი არის უბრალოდ მოთხოვნის უფლება და ეს უფლება არ არის მოცული იმ სამოქალაქო ნორმებში, რაზედაც ახდენენ აპელირებას. როდესაც პიროვნება ფულს ბანკში შეიტანს, მას უჩნდება მოთხოვნის უფლება, როდესაც მესამე პირის სასარგებლოდ ანაბრის ხელშეკრულება ვალიდური ხდება ეს არის მხოლოდ ბანკთან მოთხოვნის უფლება. ზოგიერთმა ბანკმა თქვა, რომ საბავშვო ანაბარი არის უძრავი ქონება, ზოგიერთმა კი პლასტიკური ბარათი მოძრავი ნივთად განმარტა, ეს მაშინ როდესაც ბარათი მხოლოდ ერთგვარი მექანიზმია. არ ვიცი, ბანკებს ასეთი სამართლებრივი ნონსესი ვინ ურჩია და რომელმა იურისტმა აიღო თავის თავზე ისეთი უაზრობის გაკეთება, რომ ანაბრის მოთხოვნის უფლება მოძრავ ან უძრავ ნივთად გაესაღებინათ. მოთხოვნის უფლება არის უფლება, რომელიც „სამოქალაქო სამართლის კოდექსში“ პირდაპირ არის მითითებული. ესენი ერთმანეთისგან განსხვავებული კატეგორიებია“,- განაცხადა სოფიო კილაძემ.



დეპუტატის ინფორმაციით, არსებულ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც მიმართა და კომერციული ბანკებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაში დახმარება სთხოვა, თუმცა სებ-ის განცხადებით ეს მათი საქმე არ არის.


„ამ საკითხთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკს ოფიციალურად მივმართე, სებ-მა თქვა, რომ ეს მათი საქმე არ არის, თუმცა ბანკებთან კომუნიკაციის მოხდენაში და სწორი ინფორმაციის გავრცელებაში დახმარება ვთხოვეთ. წესით ყველა ბანკს უნდა ქონდეს უკვე ეს ინფორმაცია და იმედი მაქვს, რომ გაეცნობიან. მინდა მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ ბანკების მხრიდან ყველა საბავშვო ანაბრიდან თანხის დაკავება და „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ ან „სამოქალაქო კოდექსზე“ აპელირება იქნება არაკანონიერი. სამწუხაროდ, ზოგიერთი მოქალაქე ამის გამო უკვე დაზარალდა“, - განმარტა სოფო კილაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 186-ე მუხლებში გაჩნდა შემდეგი სახის ჩანაწერი:


მუხლი 183. -  ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან).


მუხლი 186. - ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან).


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up