„ბანკების მიერ სესხებზე გამოცხადებული შეღავათებით სარგებლობის შემთხვევაში, გაგეზრდებათ საპროცენტო ხარჯი, რომლის დაფარვა დამატებით ვადაში მოგიწევთ“

„ბანკების მიერ სესხებზე გამოცხადებული შეღავათებით სარგებლობის შემთხვევაში, გაგეზრდებათ საპროცენტო ხარჯი, რომლის დაფარვა დამატებით ვადაში მოგიწევთ“

access_time2020-04-15 10:50:55

კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ, სესხების რესტრუქტურიზაცია ეკონომიკის სტიმულირების იმ გეგმის ნაწილია, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობით დაზარალებულ მოქალაქეებს და ბიზნესს მთავრობის რეკომენდაციით საფინანსო სექტორმა შესთავაზა.


სესხებზე საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საფინანსო ინსტიტუტების განცხადებით, სესხების გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია და მსესხებლის სურვილზეა დამოკიდებული. სამთვიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ფიზიკურ პირებს არ მოუწევთ არც სესხის ძირის და არც პროცენტის გადახდა, მსესხებელი საბანკო ვალდებულების დაფარვას ივნისიდან გააგრძელებს. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ სესხის გადახდის ვადა ხანგრძლივდება სამი თვით (საშეღავათო პერიოდით) ან უფრო მეტით, ამის გათვალისწინებით, იზრდება სესხით სარგებლობისათვის გადასახდელი პროცენტის ოდენობაც.


საბანკო ექსპერტი გოჩა თუთბერიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კომერციული ბანკების მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯი მსესხებელს რეალურად საპროცენტო ხარჯს გაუზრდის, რადგან გაიზრდება სესხის დაფარვის ვადაც, ხოლო მომხმარებელს რაც უფრო დიდხანს აქვს ბანკის ფული, მათზე მით უფრო მეტი პროცენტია გადასახდელი.



„საშეღავათო პერიოდი ნიშნავს, რომ მომხმარებლებს არ მოუწევთ ძირი თანხის გრაფიკის მიხედვით დაფარვა, არამედ ეს გრაფიკი გადაიწევს ანუ თუ 12 თვიანი იყო სესხი, გახდება 15 თვიანი და მეტი. მაგალითად თუ თვეში 500 ლარი გადასახდელიდან ძირი 400 ლარია და პროცენტი 100 ლარი, თქვენ ეს ძირი თანხა გიგროვდებათ და 3 თვის ანუ 1200 ლარი გადაგინაწილდებათ დამატებით თვეებზე ისე, რომ ისევ თვეში 500 ლარი იხადოთ. თუმცა რადგან ამ 1200 ლარზე პროცენტი თავის დროზე არ გადაუხადეთ ბანკს, მასზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, საბოლოო ჯამში გაგეზრდებათ საპროცენტო ხარჯი, რომლის დაფარვა დამატებით ვადაში მოგიწევთ. ვინაიდან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ძირი თანხა არ შემცირდება, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კლიენტს არსებულ ძირ თანხაზე საპროცენტო ხარჯი გაეზრდება. თუ ის იგივე გრაფიკით გააგრძელებს გადახდას, მაშინ არსებულ ვადას (მაგალითად 12 თვე) დაემატება საშეღავათო პერიოდის 3 თვე და ასევე იმდენი პერიოდი, რომ ის დამატებითი საპროცენტო ხარჯი რაც დაემატა - გადაიხადოს (შესაძლოა 1-2 თვე). სამაგიეროდ მომხმარებლები მიიღებენ შეღავათს იმ ნაწილში, რომ დღეს თუ ფული არ აქვთ ამ 3 თვის განმავლობაში ბანკი მათ არ დააჯარიმებს, თუმცა საბოლოოდ გაზრდის საპროცენტო ხარჯს, რადგან ფლობდნენ ბანკის სესხს უფრო დიდი ხნის განმავლობაში“, - განმარტავს გოჩა თუთბერიძე.


ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ კომერციული ბანკებისგან სარგებლის მიღების მოლოდინი კრიზისი დროსაც არ უნდა ჰქონდეს მომხმარებლებს, უფრო პირიქით, ეს ის პერიოდია როდესაც ისინი ყველაზე მეტად სარგებლობენ.


„თუ სესხი გაქვს გადასახდელი ეს 3 თვე არ გადაიხდი და ჯარიმაც არ დაგერიცხება, მაგრამ ამ 3 თვის ვითომ შეღავათის გამო საბოლოოდ მოგიწევს უფრო მეტი ჯარიმის გადახდა. მიუხედავად იმისა, გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური თანხა გაიზრდება თუ სესხის დაფარვის ვადა გაიწელება, მომხმარებელს ყველა შემთხვევაში არსებული სესხი უძვირდება. ამ მდგომარეობაში ვისურვებდი, რომ ბანკებს რეალური ქველმოქმედება ჩაედინა და ეს 3 თვე მართლა ეჩუქებინა, მომხმარებლისთვის ამოსუნთქვის საშუალება მიეცა ანუ სესხი დაეპაუზებინა და მისი გასვლის შემდეგ გაგრძელებულიყო ათვლა, ყველანაირი საპროცენტო ხარჯის გაზრდის გარეშე. თუმცა კრიზისის დროს საბანკო სექტორი პირიქით ყოველთვის სარგებლობს, მაგალითად 2008 წლის დროს ბანკებმა 800 მლნ-ის დახმარება მიიღეს სახელმწიფოს ხარჯზე, ეს მაშინ როდესაც მოსახლეობამ მათგან დახმარების ნაცვლად, ქონების დაყადაღება დაიმსახურა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც კომერციულმა ბანკებმა კლიენტები და ბიზნესები დაიბარეს და პროცენტები გაუძვირეს ან ვადაზე ადრე სესხის დაბრუნება მოსთხოვეს, სწორედ ეს გახდა იმ პერიოდში სამშენებლო სექტორის დიდი ჩავარდნის მიზეზიც“, - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up