ბათუმში 4 სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროექტის ფარგლებში ბინა 100 ოჯახს უახლოეს პერიოდში გადაეცემა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის თქმით, წელს მნიშვნელოვანი წელი იქნება. „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში სახლები 1000-მდე ოჯახისთვის აშენდება. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის პროექტის პირველი ეტაპი 2021 წელს დასრულდა და ბინა 80 ოჯახს გადაეცა.
აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე, რომლის ფარგლებშიც 3000-ზე მეტი ოჯახი უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას შეძლებს. პროგრამის ფარგლებში ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება. საჭიროების მქონე ოჯახები, 4 წლის განმავლობაში, უსაფრთხო საცხოვრისით ეტაპობრივად იქნებიან უზრუნველყოფილი.