კანონის მიღებით, საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას, როგორიცაა ბელარუსი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ რუსული კანონის ასლი შექმნეს, - ამის შესახებ BBC-ი წერს, რომელიც თბილისში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ ახალი კანონი, მიღების შემთხვევაში, დააზიანებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედებს.