BDO-ს ხელშეწყობით ქართულ კომპანიებში რობოტიზაციის ტექნოლოგია RPA (Robotic Process Automation) დაინერგა. ეს არის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ კომპანიაში გყავდეთ პროგრამული რობოტი, სწორად გამოიყენოთ დროის მენეჯმენტი და თავიდან აირიდოთ რუტინული საქმე.
ადამიანთა მუშაობის დაახლოებით 10-20% განმეორებად, რუტინულ საქმეზე იხარჯება. RPA რობოტებს შეუძლიათ ბიზნეს დანახარჯების 60-70%-ით შემცირება. RPA რობოტების გამოყენება შესაძლებელია: საბანკო სექტორში, დაზღვევაში, ჯანდაცვაში, აწარმოებაში, ტელეკომუნიკაციასა და ენერგო კომპანიებში. რობოტები ამცირებენ კომპანიაში ზედმეტ ხარჯებს, ოპერაციული შეცდომების რისკს, ზოგავენ ადამიანურ რესურსსა და დროს. უახლესი კვლევებით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ამა თუ იმ ფორმით RPA რობოტები თითქმის ყველა კომპანიაში დაინერგება.