ბელარუსი უკრაინას ბრალდებებს უყენებს. ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინა რაკეტების სროლაში დაადანაშაულა.
„ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ. უნდა მოგახსენოთ, სამი დღის წინ, შესაძლოა, ცოტა მეტი დღის წინ, უკრაინის ტერიტორიიდან სცადეს, დარტყმა განეხორციელებინათ ბელარუსის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე.
მაგრამ, მადლობა ღმერთს, „პანცირის“ საზენიტო სისტემებმა მოახერხა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტის ჩამოგდება“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.