ბენ ჰოჯესი - ევროკავშირის რეკომენდაციები გამოწვევებით აღსავსე სტანდარტებია, ყველა მათგანის მიღწევა შესაძლებელია, თუ ქართველები ჩათვლიან, რომ მათი შესრულება ნამდვილად ღირს

ბენ ჰოჯესი - ევროკავშირის რეკომენდაციები გამოწვევებით აღსავსე სტანდარტებია, ყველა მათგანის მიღწევა შესაძლებელია, თუ ქართველები ჩათვლიან, რომ მათი შესრულება ნამდვილად ღირს

access_time2022-09-06 12:40:00

საქართველო ამერიკელებისთვის ყოველთვის წარმოადგენდა ქვეყანას, რომელიც კონკურენციის ზღვარზე იმყოფება. თქვენ იხლიჩებით რუსეთს, რაც წარსულს წარმოადგენს და ახალგაზრდა ქართველების სურვილს შორის, რომლებიც უკეთეს მომავალს ხედავენ, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა მაკკეინის კონფრენეციაზე – „დიდება უკრაინას“.


„ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მას ამდენი ამერიკელი სტუმარი ესწრება. საქართველო ამერიკელებისთვის ყოველთვის წარმოადგენდა ქვეყანას, რომელიც კონკურენციის ზღვარზე იმყოფება. თქვენ იხლიჩებით რუსეთს, რაც წარსულს წარმოადგენს და ახალგაზრდა ქართველების სურვილს შორის, რომლებიც უკეთეს მომავალს ხედავენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ცხადია, რომ სულ უფრო მეტი ამერიკელი და ევროპელი ხვდება შავი ზღვრის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას. საქართველო მდებარეობს ერთი მხრივ შავი ზღვის სანაპიროზე და მას აქვს პოტენციალი გახდეს კარიბჭე ევროპასა და ევრაზიას შორის, აქვს უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი. საბედნიეროდ, აშშ, როგორც იქნა, ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს და რომ ამას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.


​გენერალს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს საქართველოს ევროპულ მომავალსა და დეოლიგარქიზაციაზე.


​„ჩემი აზრით, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება. დიახ, ჩემთვის ეს გამოწვევებით აღსავსე სტანდარტებია, თუმცა ყველა მათგანის მიღწევა შესაძლებელია, თუ ქართველები ჩათვლიან, რომ მათი შესრულება ნამდვილად ღირს. ამ რეკომენდაციებშია არაფერი არაგონივრული არაა. ჩემი აზრით, საქართველომ უნდა შეასრულოს როლი, რომლითაც ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდება. ბევრი ადამიანი უყურებს რუკას და ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა კავკასიაში, როგორც კარიბჭისა ევროპასა და ევრაზიას შორის. ყველა ხედავს ამ გეოგრაფიულ მდებარეობას, მაგრამ მათ უნდა დაიჯერონ, რომ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებისთვის კანონები საქართველოში სამართლიანია, უზრუნველყოფილია ფინანსური სისტემის გამჭვირვალობა და არსებობს სამუშაო ძალა, რომელიც მზადაა მუშაობისთვის. მე ვიცი, რომ საქართველოს ჰყავს უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელთაც უნდათ მუშაობა. ამიტომ პასუხისმგებლობის ტვირთი ეკისრება მთავრობა, რომ გადადგას საჭირო ნაბიჯები“, – აღნიშნა ჰოჯესმა.


ამასთან, გენერალს შეკითხვა დაუსვეს სანქციებზე, რომელზეც საუბრობენ უკრაინაში. მისი თქმით, სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის მისაღებია.



„მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება იმ პირობებში, როდესაც საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორ შეიძლება 100 პროცენტით არ დადგეთ სრულად უკრაინის მხარეს. როგორც მოხდა, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს“, – აცხადებს ჰოჯესი.


შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ის ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ მმართველად, გენერალმა აღნიშნა: „როგორც ჩანს, ივანიშვილის აქვს დიდი გავლენა აქ, მაგრამ ჩვენი დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა ყველგან. მათ შორის აშშ-ში. ჩვენ აშშ-შიც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენი დემოკრატიის დასაცავად. ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ, რაც მოხდება საქართველოში, უკრაინაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, მოითხოვს გამჭვირვალობას. თქვენი, ჟურნალისტების საქმიანობა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ არსებობენ მნიშვნელოვანი ჟურნალისტები, როლებიც ახლა ციხეში არიან. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა გამჭვირვალობისთვის და ჩვენი ლიდერების ანგარიშვალდებულებისთვის“, – აცხადებს გენერალი.


ჟურნალისტებმა ასევე შეკითხვა დასვეს კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელსაც არ ესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ჟურნალისტების თქმით, ისინი ამის მიზეზად ასახლებენ, რომ კონფრენციაზე შეკრებილი არიან რადიკალები, რომლებიც რეჟიმის ცვლილებაზე მსჯელობენ.


„მე ამისთვის ნამდვილად არ ვარ თბილისში და არავინ, ვისაც ვიცნობ, არ არის აქ იმ ნონსენსზე საუბრისთვის, რაც ახსენეთ. მთავრობის წევრებს არ უნდა ეშინოდეთ დებატების, პროტესტის, ჟურნალისტების. პირიქით, ისინი უნდა მიესალმონ შესაძლებლობას, რომ კამერების წინ დადგომა და კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლიათ და შეუძლიათ, აუხსნან საქართველოს ხალხს ან ნებისმიერი ქვეყნის ხალხს, თუ რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. დემოკრატია არ არის ბალეტი, ის უფრო რაგბი მსგავსია და ქართველებმა იციან რაგბის თამაში. დემოკრატია ხისტი, კონტაქტური თამაშია. მაგრამ ის გაცილებით უკეთესია, რადგან მას შეუძლია, გამოათავისუფლოს ახალგაზრდა ადამიანები ნიჭი“, – აღნიშნა ჰოჯესმა.


გენერალმა ასევე კომენტარი გააკეთა მოსაზრებაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ.


„ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. ჩვენი ელჩი კელი დეგნანი არის ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი, ის პროფესიონალია და ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანები გვყავს. ვიცი, რომ საელჩოს აკრიტიკებენ ან ადანაშაულებენ და ეს აბსოლუტური ნონსესია. ჩვენ გაკვირვებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს. საქართველოს შავი ზღვის ქვეყანა, ისევე როგორც უკრაინა. საქართველოს მომავალი დაუყოვნებლივ იქნება უკეთესი, როდესაც უკრაინა დაამარცხებს რუსეთს. და ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობა უნდა იდგეს ისტორიის სწორ მხარეს“, – აცხადებს ჰოჯესი.


პირველი არხი


თეგები:
ბენ ჰოჯესი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up