ბექა ლილუაშვილი „ოცნებას“: არც ერთი კონკრეტული ინიციატივა, მასშტაბური პროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა სოციალური გაჭირვების, ყოველდღიური ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მყოფი ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს, ბიუჯეტში არ არის ასახული

ბექა ლილუაშვილი „ოცნებას“: არც ერთი კონკრეტული ინიციატივა, მასშტაბური პროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა სოციალური გაჭირვების, ყოველდღიური ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მყოფი ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს, ბიუჯეტში არ არის ასახული

access_time2021-11-02 16:40:00

„არც ერთი კონკრეტული ინიციატივა, მასშტაბური პროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა სოციალური გაჭირვების, ყოველდღიური ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მყოფი ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს, ბიუჯეტში არ არის ასახული“ - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებს. ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


„მე მინდა დღეს კიდევ ერთხელ შევახსენო ხელისუფლებასაც და ოპოზიციის ნაწილსაც ჩვენი მოქალაქე, მისი ყოველდღიური საჭიროებები, პრობლემები. მოქალაქე, რომელიც თითქმის ერთი წელია ხელისუფლებამ დატოვა უპატრონოდ, გაწირა და ნაცვლად მათზე ზრუნვისა, მთელი სახელმწიფო რესურსი, რომლითაც მთლიანად ჩაანაცვლა მისი განულებული პოლიტიკური რესურსი მიმართა ამ მოქალაქეებისთვის არჩევანის მოპარვაზე. საკუთარი ძალაუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის გარეშე შენარჩუნებისთვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც თქვენ წარმოუდგენელი, ხშირად ამორალური მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიებს პოლიტიკური დევნით, ამომრჩეველზე ზეწოლით, სამსახურიდან გაგდებით ან ასეთით დამუქრებით, კამპანიით, ბინძური და ამორალური კამპანიით გარანტიებს ქმნიდით“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


სიტყვით გამოსვლის დროს ბექა ლილუაშვილი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასაც შეეხო.


„ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკაში ფასები გაძვირდა ისტორიულ მაქსიმუმამდე, ბოლო ფაქტიურად 11-12 წლის განმავლობაში, 13 პროცენტით, მათ შორის საკვებზე 16 პროცენტით, რაც ნიშნავს მაგალითად ქათმის ხორცზე 25-პროცენტიან ფასების ზრდას, წიწიბურაზე 20-ით, შაქარზე 35-ით და ასე შემდეგ, ასევე, საწვავის ფასი გაიზარდა 23 პროცენტით - 2.70-იდან 3.33 თეთრამდე.. აღარ შევეხები ფაქტობრივად 23-პროცენტიან უმუშევრობის მაჩვენებელს. აღარ შევეხები ისტორიულ მაქსიმუმზე მყოფ სოციალურად დაუცველთა მაჩვენებლებს. აღარ შევეხები ძალიან მძიმე მოცემულობას კოვიდის მიმართულებით, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად ფაქტობრივად 40-დე და მეტი ადამიანის სიცოცხლეს ვკარგავთ და ამ რეალობაში ხელისუფლება, სახელისუფლებო პარტია და ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია ფაქტობრივად უპასუხისმგებლოდ ათასობით ადამიანს კრეფს ქუჩაში და წარმოუდგენელია პასუხისმგებლობა ვინ უნდა აგოს ამ ადამიანებში დაკარგულ სიცოცხლეზე კოვიდის შედეგად“ - განაცხადა ლილუაშვილმა.



მისი თქმით, ადამიანებს რეალობის შესაცვლელად არჩევნებზე მისვლა გააჩნდათ და ესეც წაართვეს.


„დღეს ჩვენ ვისმენთ ჩვენი კოლეგების მხრიდან რაღაც გაუგონარ შეფასებებს არჩევნების ლეგიტიმურად, სამართლიანად და ფაქტობრივად სანიმუშოდ ჩატარებასთან დაკავშირებით. ერთადერთი რამ, რაც უპატრონოდ დატოვებულ ადამიანებს გააჩნდათ რეალობის შესაცვლელად, ეს იყო არჩევნებზე მათი მისვლა და ცვლილებებისთვის ხმის მიცემა და თქვენ ეს მათ წაართვით და ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ რამოდენიმე ციტატას აი იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიდან, რომელზედაც თქვენ მხოლოდ, როგორც ჩანს შესავლის რაღაც ნაწილის გაჟღერებით ხართ დაკავებული. ეს არის მაგალითად, რეგისტრაციის ნაწილში, ზეწოლების გამო, ბევრმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა. ფიქსირდებოდა კანონის დარღვევები სოციალური და ეკონომიკური პროექტების საარჩევნო კამპანიის პერიოდში დაწყებასა თუ გაჟღერებაზე. მმართველი პარტიის მიერ უპირატესობა გამოიყენებოდა შეუსაბამოდ. ფართოდ გავრცელებული ინფორმაცია ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების და ზეწოლის შესახებ, რომელიც შეშფოთების საფუძველს ქმნის და არათუ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ მათ ეწინააღმდეგება. აი ამ მოცემულობით, როცა დღეს თქვენ გამოდიხართ და ამბობთ, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ მარათონში თითქოს ეკონომიკური რეფორმების, ხალხზე ზრუნვის, იმ მოცემულობით, როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდშიც, პარტიული მშენებლობის პროცესშიც ვახერხებდით და პარლამენტში კონკრეტულ ინიციატივებს ვაჟღერებდით, აი რაზეც ჩემმა კოლეგამ ისაუბრა, არც ერთი ნაბიჯი, შემხვედრი ნაბიჯი ამ ინიციატივების განხორციელებაზე არ გადადგმულა, მეტიც, ჩვენ ვნახეთ წინარე განხილვა ბიუჯეტის საკომიტეტო ფორმატში და ახლა ველოდებით ძირითად ნაწილს. არც ერთი კონკრეტული ინიციატივა, მასშტაბური პროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა აი ამ სოციალური გაჭირვების, ყოველდღიური ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მყოფი ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს, ბიუჯეტში არ იყო ასახული. მეტიც, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირები იძლეოდნენ უპასუხისმგებლო დაპირებებს წინასაარჩევნოდ ყოველგვარი ეკონომიკური შესაძლებლობების გარეშე“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up