Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავმა, რითიც საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მგზავრობდა, თბილისის აეროპორტში დაშვება მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო.
გამოცემის ცნობით, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი განსაზღვრულ დროს აეროპორტში ვერ დაეშვა, რადგან საფრენ ზოლს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა. შექმნილი პრობლემის გამო თვითმფრინავს დამატებითი წრის გაკეთება მოუწია და დაფრენა 20 წუთით დაგვიანებით, ინციდენტის გარეშე შეძლო.
ბერბოკი ჩრდილოეთ მაკედონიიდან Airbus A340-300-ით მოფრინავდა