ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას საზოგადოებასთან შეხვედრა დროზე ადრე შეწყდა.
შეხდევრაზე ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, რომელთან დარბაზში შესვლაში ხელი შეუშალეს, ინფორმაციას ტელეგრამის არხი RESPUBLICA- ავრცელებს, რომლის თანახმადაც ადგილზე დაძაბული ვითარება შეიქმნა.
ასლან ბჟანია მოქალქეთა შეკითხვებს აფხაზურ ენაზე პასუხობდა. სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ბჟანიამ მას წლის დასაწყისში ხელმოწერილი განკარგულებსი შესახებ ჰკითხა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ე.წ. სახელმწიფო აგარაკის „ბიჭვინთის“ გადაცემას შეეხებოდა. ბჟანიამ პასუხის გაცემა შემდეგი სიტყვებით დაიწყო „მისმინე, ჩემი თავისადმი პატივისცემას ბოროტად ნუ გამოიყენებ, კეთილი ინებე და დაჯექი შენს ადგილას“. ამ პასუხს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„პრეზიდენტმა“ შეეხვედრა დატოვა, მას დამსწრეთა ნაწილიც მიჰყვა.
ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება არ წყდება. სესიის დღეს ოპოზიცია პარლამენტთან ხალხის შეკრებას ელოდება.
radiotavisupleba.ge